NBA. "ინდიანას" ფორვარდი დაუჭრეს

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" ფორვარდმა კრის კოუპლენდმა დანით მუცლის არეში ჭრილობა მიიღო. ინციდენტი ოთხშაბათს, ადრე დილით მოხდა, როცა კალათბურთელი და მისი მეუღლე ნიუ იორკის ღამის კლუბს ტოვებდნენ.

კოუპლენდს კონფლიქტი ჰქონდა 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცთან, რომელმაც მუცელში დაჭრა კრისი, მის მეუღლეს კი დანა დაუსვა ხელსა და ფეხზე. კონფლიქტის დროს ასევე დაზარალდა 53 წლის ქალბატონი - ისიც მუცლის არეშია დაჭრილი.

კოუპლენდზე თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. გარდა ამისა, პოლიციის განყოფილებაში მოხვდნენ "ატლანტას" კალათბურთელები - პერო ანტიჩი და ტაბო სეფოლოშა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ღამის კლუბში. ინციდენტის შემდეგ
ანტიჩმა და სეფოლოშამ უარი უთხრეს პოლიციას დანაშაულის სურათის წარმოსახვაზე.

კოუპლენდს, ანტიჩსა და სეფოლოშას გუშინ უნდა ეთამაშათ თავიანთი გუნდების შემადგენლობებში: "ინდიანა" "ნიქსს" ხვდებოდა, "ატლანტა" - "ბრუკლინს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული