იგუოდალა გოლდენ სტეიტში
დავიწყოთ ანდრე იგუოდალათი, რომელმაც 4-წლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "გოლდენ სტეიტთან". ფორვარდის წლიური ხელფასი 12 მილიონი დოლარი იქნება. 29 წლის კალათურთელი შარშან "დენვერში" თამაშობდა და საშუალოდ 13 ქულას, 5.3 მოხსნასა და 5.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
"უორიორზმა" იგუოდალასთვის სახელფასო ბიუჯეტში თანხის გამონთავისუფლება "იუტასთან" განხორციელებული ტრეიდით შეძლო, როცა ამ გუნდში გაუშვა რიჩარდ ჯეფერსონი და ანდრის ბიედრინში.
სმიტი დეტროიტში
"დეტროიტ პისტონსი" კონტრაქტზე მოელაპარაკა ფორვარდ ჯოშ სმიტს. "ატლანტას" აწ
მილსეპი ატლანტაში
სმიტის დაკარგვის შემდეგ, "ატლანტამ" მის შემცვლელად 28 წლის პოლ მილსეპი იპოვნა, რომელიც პირველ ივლისს ასევე თავისუფალი აგენტი გახდა და ცხადი იყო, რომ "იუტაში" დარჩენას არ აპირებდა. სავარაუდოდ, "ატლანტასთან" კონტრაქტის დეტალები ასეთი იქნება - 19 მილიონი ღირებულების 2-წლიანი ხელშეკრულება.
გასულ სეზონში მილსეპმა "ჯაზმენთა" რიგებში 78 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14.6 ქულა, 7.1 მოხსნა და 2.6 შედეგიანი პასი დააგროვა.
სხვა გარიგებები
- 31 წლის ესპანელი მცველი ხოსე მანუელ კალდერონი მომდევნო ოთხ სეზონს "დალასის" რიგებში ჩაატარებს. ტექსასულ კლუბთან კონტრაქტი 29 მილიონ დოლარზეა გაფორმებული. კალდერონი შარშან "ტორონტოში" თამაშობდა და საშუალოდ 11.3 ქულასა და 7.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
- ახალი კლუბი აირჩია მომავალი სეზონისთვის 25 წლის ო ჯეი მაიომ. მან 24 მილიონი დოლარის ღირებულების სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა "მილუოკი ბაქსთან". მცველმა "ირმების" რიგებში უნდა შეცვალოს ჯეი ჯეი რედიკი ("კლიპერსში" გადავიდა) და მონტა ელისი, რომელიც გუნდიდან წასვლას აპირებს.
მაიო შარშანდელ სეზონში "დალასში" თამაშობდა და საშუალოდ 15.3 ქულასა და 4.4 შედეგიანი გადაცემას აგროვებდა.
- "კლივლენდ კავალიერზი" კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა "გოლდენ სტეიტის" მცველს ჯარეტ ჯეკს. 29 წლის მოთამაშე, რომელიც გამთამაშებლისა და შემტევი მცველის ფუნქციებს ასრულებდა, ოთხწლიან კონტრაქს გააფორმებს "კავალერებთან" და 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ჯეკი ახალ კლუბში კაირი ირვინგისა და დიონ უეიტერსის შემცვლელი უნდა გახლეს.
შარშან, "გოლდენ სტეიტის" რიგებში, ჯარეტს ასევე დუბლიორის როლი ჰქონდა და საშუალოდ 12.9 ქულითა და 5.6 შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს.
- "ინდიანა პეისერსში" გააგრძელებს კარიერას ფორვარდი კრის კოუპლენდი. ორწლიანი კონტრაქტის თანახმად, მისი წლიური ხელფასი 3 მილიონი დოლარი იქნება.
კოუპლენდის შარშანდელი კლუბი იყო "ნიუ იორკ ნიქსი". ფორვარდმა 65 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 8.7 ქულა და 2.1 მოხსნა დააგროვა.
- "ლოს ანჯელეს კლიპერსი" კონტრაქტზე მოელაპარაკა მცველ დარენ კოლისონს. ხელშეკრულება "1+1" სისტემით გაფორმდება. კალიფორნიულ კლუბში კოლისონი შეუერთდება კრის პოლს, რომელთან ერთადაც სადებიუტო სეზონი (2009-10) "ნიუ ორლეანში" გაატარა.
ბოლო სეზონი დარენმა "დალასში" ჩაატარა და 12.0 ქულა, 5.1 შედეგიანი პასი და 2.7 მოხსნა მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დუაიტ ჰოვარდმა "ჰიუსტონი" აირჩია