თებერვლის დასაწყისში "კელტებს" 16 მოგება და 30 წაგება ჰქონდათ, რაც ამტკიცებდა ექსპერტთა პროგნოზებს, მაგრამ ამის შემდეგ ნამდვილი სასწაული დაიწყო. უვარსკვლავო გუნდმა, ყველასთვის უცნობი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, შეძლო დარჩენილი ნაწილის უმაღლეს დონეზე გავლა და რეგულარულის დასრულებამდე ორი დღით ადრე გაიფორმა პლეი ოფში თამაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ჩიკაგომ" გუშინ სტუმრად მოუგო "ბრუკლინს".
ამ უკანასკნელმა ბოლო ორ მატჩში 159
* * *
ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც მთელი სეზონი ლიგის სხვა ვარსკვლავების ჩრდილში გაატარა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა "დეტროიტის" წინააღმდეგ. რეგულარული სეზონისა და პლეი ოფის მატჩებში ეს არის ლებრონის საიუბილეო 50-ე სამმაგი დუბლი.
* * *
კულმინაციას აღწევს ბრძოლა მერვე საგზურისთვის დასავლეთში. "ნიუ ორლეანმა" და "ოკლაჰომამ" მინეაპოლისსა და პორტლენდში თავიანთი შეხვედრები მოიგეს და ახლა ყველაფერი რეგულარულის ბოლო დღეზე იქნება დამოკიდებული. "პელიკანსს" გაცილებით რთული ამოცანა აქვს, რადგან მოტივირებული "სან ანტონიოს" წინააღმდეგ მოუწევს თამაში, რაც ართულებს ამ გუნდის შანსებს.
ამასობაში, "ოკლაჰომას" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა თითქმის მოიგო რეგულარულის ბომბარდირთა დავა. "პორტლენდის" კალათში ჩაგდებული 36 ქულის შემდეგ მისი საშუალო მაჩვენებელი 28.02 ქულას უდრის, იმ დროს, როცა ჯეიმს ჰარდენს 27.51 ქულა აქვს. სამაგიეროდ, ეს უკანასკნელი ლიდერობს ქულათა საერთო რაოდენობით - 2201.
* * *
ასევე დაძაბული ბრძოლა მიდის დასავლეთში საკუთარი მოედნის უპირატესობისთვის. აქ ოთხ გუნდს ჰქონდა წაგებების ერთნაირი რაოდენობა და გუშინდელი მატჩების შემდეგ გარკვეული სიცხადე გაჩნდა: "მემფისმა" ოკლენდში წააგო მას შემდეგ, რაც კლეი ტომპსონისგან საკუთარ ფარში მეორე მეოთხედში 26 და სულ 42 ქულა მიიღო, "ჰიუსტონმა" და "კლიპერსმა" კი შარლოტსა და დენვერში გაიმარჯვეს.
თუ სან ანტონიო არ წააგებს ბოლო მატჩს ნიუ ორლეანში, მაშინ გაიმარჯვებს სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონში და მეორე ადგილს დაიკავებს კონფერენციაში. თუ "კლიპერსი" მოიგებს ფინიქსში, მესამე ადგილს გაინაღდებს, ხოლო "ჰიუსტონი" სტუმრად "იუტასთან" ტრიუმფის შემთხვევაში მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდება.
* * *
ამ რეგულარულის შემდეგ ისტორიაში ჩაწერს თავის სახელს "კლიპერსის" ცენტრი დეანდრე ჯორდანი, რომელიც ზედიზედ მესამე სეზონში პირველ ადგილს დაიკავებს თამაშიდან ტყორცნების გამოყენების პროცენტით. ასეთი რამ ლიგაში შაკილ ო'ნილის შემდეგ არავის გაუკეთებია. გარდა ამისა, ჯორდანი პირველი კალათბურთელი გახდება XXI საუკუნეში, ვინც 70 პროცენტს გადააჭარბებს, რაც დიდი იშვიათობაა.
ასევე, თითქმის გარკვეულია, რომ 26 წლის ცენტრი სეზონის საუკეთესო მომხსნელი გახდება. მას საშუალოდ მატჩში 14.96 მოხსნა აქვს და დიდი მანძილით ჰყავს უკან ჩამოტოვებული კონკურენტები.
კლივლენდი-დეტროიტი 109:97
36:14, 26:23, 31:36, 16:24
კ: სმიტი (28), ჯეიმსი (21+10 მოხსნა+11 პასი), მოზგოვი (16+13 მოხსნა), ირვინგი (12).
დ: დრამონდი (20+9 მოხსნა), ბატლერი (19), ჯექსონი (18+8 პასი), კოლდუელ-პოუპი (13), მიქსი (12), მონრო (11).
შარლოტი-ჰიუსტონი 90:100
23:24, 29:28, 23:31, 15:17
შ: რობერტსი (23+5 მოხსნა), ტეილორი (16), დენიელსი (15), უილიამსი (12), ბიიომბო (9+13 მოხსნა+3 დაფარება).
ჰ: ჰარდენი (29+6 მოხსნა+6 პასი), სმიტი (16+11 მოხსნა), ტერი (13), არიზა (11+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბრიუერი (11), კაპელა (10+5 მოხსნა), ჯონსი (10+11 მოხსნა+4 დაფარება).
ბრუკლინი-ჩიკაგო 86:113
21:26, 29:31, 15:30, 21:26
ბ: ბოგდანოვიჩი (17), ჯეკი (15), ლოპესი (13+8 მოხსნა), ჯონსონი (12), იანგი (8+11 მოხსნა).
ჩ: მიროტიჩი (26+3 ჩაჭრა), პ. გასოლი (22+11 პასი), ბატლერი (17+6 მოხსნა), გიბსონი (15+9 მოხსნა+4 დაფარება), როუზი (13+7 პასი).
მაიამი-ორლანდო 100:93
33:22, 24:17, 27:27, 16:27
მ: უაიტსაიდი (24+13 მოხსნა+5 დაფარება), უეიდი (22+5 პასი), დენგი (14+10 მოხსნა), დრაგიჩი (13+7 მოხსნა+8 პასი), ანდერსენი (10+5 მოხსნა).
ო: ოლადიპო (30+6 მოხსნა), ჰარისი (26+12 მოხსნა), პეიტონი (10).
ატლანტა-ნიუ იორკი 108:112
28:32, 21:30, 29:21, 30:29
ა: ტიგი (19+5 მოხსნა+9 პასი), კორვერი (19+5 მოხსნა), ჰორფორდი (18+6 მოხსნა), კეროლი (16), მეკი (12), ბეიზმორი (10+6 მოხსნა).
ნ-ი: ჰელოუეი (26+5 მოხსნა+6 პასი), ჰარდუეი (23+5 პასი), სმიტი (20+9 მოხსნა+5 პასი), ეისი (12).
ოკლაჰომა-პორტლენდი 101:90
35:21, 14:21, 32:28, 20:20
ო: უესტბრუკი (36+11 მოხსნა+7 პასი), კანტერი (27+13 მოხსნა), უეიტერსი (13+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), მოროუ (11+8 მოხსნა), ადამსი (8+10 მოხსნა).
პ: ლეონარდი (24), ფრილენდი (16+5 მოხსნა), კამანი (14), ჯი (11+5 მოხსნა), ლილარდი (10+6 პასი).
მინესოტა-ნ. ორლეანი 88:100
20:22, 15:28, 27:23, 26:27
მ: ლავინი (24+5 მოხსნა+7 პასი), ბადინგერი (18+8 მოხსნა), უიგინსი (15+6 მოხსნა), ჰამელი (11+10 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (24+11 მოხსნა+5 პასი+6 დაფარება), გორდონი (22), ევანსი (22+5 პასი).
იუტა-დალასი 109:92
29:26, 28:31, 30:12, 22:23
ი: კოტონი (21), გობერი (20+17 მოხსნა+3 დაფარება), ინგლსი (15), ბუკერი (13+12 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (13), ეკზამი (10).
დ: ბარეა (18), ვილანუევა (15), სტაუდმაიერი (15), რონდო (13+5 პასი), ამინუ (10+10 მოხსნა).
საკრამენტო-ლეიკერსი 102:92
24:24, 27:27, 24:23, 27:18
ს: კასპი (26+9 მოხსნა+6 პასი), უილიამსი (20), ლენდრი (14), მაკალუმი (12+5 მოხსნა), ტომპსონი (10+10 მოხსნა+3 დაფარება), მილერი (10+6 პასი).
ლ: კლარკსონი (23+5 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), ჰილი (18+6 მოხსნა), ბრაუნი (18+7 პასი), ბუზერი (8+10 მოხსნა), დევისი (7+14 მოხსნა).
გ. სტეიტი-მემფისი 111:107
36:21, 32:25, 25:20, 18:41
გ-ს: ტომპსონი (42+6 მოხსნა), კარი (15+8 პასი).
მ: ადამსი (19), სმიტი (16), გრინი (10+8 მოხსნა).
კლიპერსი-დენვერი 110:103
31:31, 23:26, 29:21, 27:25
კ: გრიფინი (22+9 მოხსნა+8 პასი), რედიკი (20), ჯორდანი (20+21 მოხსნა+4 დაფარება), პოლი (17+7 მოხსნა+9 პასი), ბარნსი (11).
დ: ჩენდლერი (32+6 მოხსნა), ფარიდი (19+17 მოხსნა), ფოიე (16+7 მოხსნა+8 პასი), ჰარისი (13), ბარტონი (11+8 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"