NBA. პირველად აფრიკაში

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა გამოაცხადეს იმის შესახებ, რომ 2015 წლის აგვისტოში გაიმართება ლიგის პირველი საჩვენებელი შეხვედრა აფრიკის ტრიტორიაზე.

კერძოდ, საგამოფენო მატჩი 1-ელ აგვისტოს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ჩატარდება. შეხვედრის მონაწილეთა სრულ სიას მოგვიანებით გამოაცხადებენ.

"ასოციაცია ბევრს შრომობდა იმისთვის, რომ აფრიკაში კალათბურთის პოპულარობა ამაღლებულიყო. მოხარული ვარ, გამოვაცხადო ამ მიმართულების შემდეგი ნაბიჯი - NBA-ს პირველი მატჩის ჩატარება ამ კონტინენტზე", - განაცხადა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა.

მატჩის სავარაუდო ფორმატი ასეთია: ერთმანეთს შეხვდებიან მსოფლიოსა და აფრიკის გუნდები. მსოფლიოს გუნდს სათავეში
ჩაუდგება კრის პოლი, აფრიკისას - ლუოლ დენგი. სავარაუდოდ, გუნდების მწვრთნელები იქნებიან მაიკ ბუდენჰოლცერი და გრეგ პოპოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული