NBA: ტაი ლოუსონი "დენვერიდან" მიდის

AutoSharing Option
- "ატლანტას" მცველი კაილ კორვერი, რომელმაც ტრავმის გამო ვერ შეძლო "კლივლენდთნ" სერიის ბოლო ორ მატჩში მონაწილეობის მიღება, ფეხზე ოპერაციას გადაიტანს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი გაგრძელდება ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერის სარეაბილიტაციო პროცესი.

- ასევე ოპერაცია ელოდება "მემფისის" პლეიმეიკერს ბენო უდრიხს, რომელსაც ფეხი აწუხებს. ამ მიზეზით კალათბურთელი ვერ დაეხმარება სლოვენიის ნაკრებს 2015 წლის ევრობასკეტზე.

- "ატლანტას" ფორვარდები დემარ კეროლი და პოლ მილსეპი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადიან და ხელფასის მნიშვნელოვნად მომატებას იმედოვნებენ. ორივე კალათბურთელი თანახმაა "ჰოქსთან" ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მაგრამ ამ საკითხში
გადამწყვეტი იქნება ფინანსური ფაქტორი. ასე მაგალითად, კეროლს სურს ოთხწლიანი და 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმება, მილსეპი კი მაქსიმალურ კონტრაქტს ითხოვს.

- "ბრუკლინი" მზად არის გაცვალოს თავისი ერთ-ერთი ახალგაზრდა მოთამაშე - ცენტრი მეისონ პლამლი. ცნობილია, რომ "ნეტსს" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელფასო ბიუჯეტი აქვს ლიგაში და სურს გამოეთხოვოს ერთ ან რამდენიმე შემსრულებელს, რათა ახალი კონტრაქტი გააფორმოს ბრუკ ლოპესთან, რომელიც თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას აპირებს.

- დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ გამთამაშებელმა ტაი ლოუსონმა თავისი ბოლო სეზონი ჩაატარა "დენვერის" შემადგენლობაში. ამერიკული პრესის ინფორმაციით, მან, შესაძლოა, კარიერა "დალასში" გააგრძელოს. იმის გამო, რომ რაჟონ რონდო თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადის, "მავერიქსი" ძირითადი გამთამაშებლის გარეშე რჩება და ამიტომაც, აქტიურ დაინტერესებას გამოთქვამს ლოუსონის მიმართ. გუნდები მალე დაიწყებენ მოლაპარაკებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული