მაგრამ გუშინდელ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კალათბურთელმა დაარწმუნა ფანები, რომ შეშფოთების საბაბი არ უნდა ჰქონოდათ. ტვინის შერყევაზე ეჭვი არ დადასტურდა, ხელის დაზიანებას კი გვახსენებდა დამცავი სახვევი.
თუმცა მატჩის დასაწყისში თავისი მზადყოფნა კარიმ საქმით ვერ დაამტკიცა. იგივე ითქმის მის პარტნიორებზე. პირველ 12 წუთში "გოლდენ სტეიტმა" ყველაზე დაბალშედეგიანი მეოთხედი ითამაშა სეზონში და რომ
ჰარდენმა ყველაზე მეტად დააღალატა თავისი გუნდი. მეოთხე მატჩში 45 ქულის დაგროვების შემდეგ, ლიგის მთავარი წვეროსანი გუშინ საკუთარი გუნდის "მკვლელი" აღმოჩნდა. თუმცა "ჰიუსტონს" მის გარეშეც არ მისდიოდა თამაში შეტევაში. "გოლდენ სტეიტმა" ჰარდენის სათადარიგოთა სკამისკენ წასვლამდე მოიპოვა ლიდერობა, როცა მეორე მეოთხედი 10:0 გაქცევით დაიწყო.
რაც შეეხება კარის, მან პირველ ტაიმში 17-დან მხოლოდ 4 ტყორცნა გამოიყენა და მესამე მეოთხედი ხელზე სახვევის გარეშე დაიწყო.
მეორე ტაიმის დასაწყისში "გოლდენ სტეიტს" ცუდი ამბავი შეემთხვა - 22 წამის განმავლობაში კლეი ტომპსონმა ორ პერსონალური მიიღო და სკამისკენ გაეშურა. "უორიორზმა" თამაშზე კონტროლი კარგი დაცვისა და რეზერვისტების აქტიურობის ხარჯზე არ დაკარგა.
ტომპსონის უიღბლობა მეოთხე მეოთხედში გაგრძელდა. როგორც კი მოედანზე დაბრუნდა, მას თავში არიზას ფეხი მოხვდა და თამაშს გამოეთიშა. კარის ისღა დარჩენოდა, თავისი სნაიპერული თვისებები აემოქმედებინა, თუმცა მასპინძლების რიგებში სხვა გმირი გამოჩნდა. ჰარისონ ბარნსმა პირადად მოაწყო 9:2 გაქცევა და "უორიორზი" 15 ქულით გაიჭრა წინ. ეს ოკლენდელებისთვის მაგიური სხვაობაა, რადგან სეზონში არასოდეს წაუგიათ მატჩი, როცა მათი უპირატესობა ამ ზღვრამდე მიდიოდა.
ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. მასპინძლები ლებრონ ჯეიმსზე მეურვეობის რეპეტიციას ჰარდენზე გადიოდნენ. "ჰიუსტონის" ლიდერი ხელიდან ხელში გადადიოდა და ბარნსის, დრეიმონდ გრინისა და ანდრე იგუდაოლას მსხვერპლი ხდებოდა. საბოლოოდ, ჰარდენმა 13 შეცდომით დაასრულა მატჩი, რაც პლეი ოფის ყველა დროის რეკორდია.
საფინალო სირენასთან ერთად დასრულდა "უორიორზის" გულშემატკივრების ხანგრძლივი ლოდინი: მათი საყვარელი გუნდი 40-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა ფინალში!
ახლა "გოლდენ სტეიტს" წინ აქვს ფინალი დიადი ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ. სერია 4 ივნისს დაიწყება. ფავორიტად "უორიორზს" მიიჩნევენ, რომელსაც თავისი ლიდერების შთამბეჭდავი თამაშის გარდა, მძლავრი დაცვა გამოარჩევს. საინტერესოა, რომ ფინალში ერთმანეთს უპირისპირდებიან დებიუტანტი მწვრთნელები - სტივ კერი დევიდ ბლატის წინააღმდეგ.
გ. სტეიტი-ჰიუსტონი 104:90
17:22, 35:24, 22:22, 30:22
გ-ს: კარი (26+8 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), ბარნსი (24+7 მოხსნა), ტომპსონი (20), ეზელი (12+9 მოხსნა).
ჰ: ჰოვარდი (18+16 მოხსნა+4 დაფარება), ტერი (16), ბრიუერი (16), არიზა (15+6 მოხსნა), ჰარდენი (14+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა+13 შეცდომა), სმიტი (11).
სერია: 4-1
ფინალი
გ. სტეიტი-კლივლენდი
4 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი
7 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი
9 ივნისი. კლივლენდი-გ. სტეიტი
11 ივნისი. კლივლენდი-გ. სტეიტი
14 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი
16 ივნისი. კლივლენდი-გ. სტეიტი
19 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"