NBA. ფინალის წინ: მეომრები თუ კავალერები? კარი თუ ჯეიმსი?

AutoSharing Option
5 ივნისს, თბილისის დროით დილის 5 საათზე, იწყება NBA-ს ფინალური სერია. "კლივლენდი" თავისი პირველი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, "გოლდენ სტეიტი" კი შეეცდება, 40-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვოს ტიტული.

გადამწყვეტი მატჩების წინ გთავაზობთ გუნდებისა და მათი ლიდერების სტატისტიკების შედარებას, ბუკმეკერთა ფსონებსა და საინტერესო ფაქტებს...

გოლდენ სტეიტი
I ადგილი დასავლეთში: 67 მოგება-15 წაგება
გზა ფინალისკენ
1/8 - ნიუ ორლეანი 4:0
1/4 - მემფისი 4:2
1/2 - ჰიუსტონი 4:1

NBA-ს ფინალებში გამოსვლის ისტორია: 2 მოგება - 2 წაგება
სახელფასო ბიუჯეტი: 73.6 მილიონი
საშუალო ასაკი: 27.1 მილიონი
მოთამაშეების საშუალო სტაჟი NBA-ში: 5.1 წელი
გუნდური სტატისტიკა
ქულა: 104.3
მოხსნა: 46.2
პასი: 25.1
ჩაჭრა: 8.1
დაფარება: 6.1
შეცდომა: 14.7
სტატისტიკური ლიდერები
ქულა: სტივენ კარი - 29.2
მოხსნა: დრეიმონდ გრინი - 10.8
პასი: სტივენ კარი - 6.4
ჩაჭრა: სტივენ კარი - 1.9
დაფარება: ენდრიუ ბოგუტი - 1.9
შეცდომა: სტივენ კარი - 3.6

კლივლენდი
II ადგილი აღმოსავლეთში: 53 მოგება-29 წაგება
გზა ფინალისკენ
1/8 - ბოსტონი 4:0
1/4 - ჩიკაგო 4:2
1/2 - ატლანტა 4:0

NBA-ს ფინალებში გამოსვლის ისტორია: 0 მოგება - 1 წაგება
სახელფასო ბიუჯეტი: 82.6 მილიონი
საშუალო ასაკი: 28.9 მილიონი
მოთამაშეების საშუალო სტაჟი NBA-ში: 7.6 წელი
გუნდური სტატისტიკა
ქულა: 101.4
მოხსნა: 46.9
პასი: 18.9
ჩაჭრა: 5.8
დაფარება: 6.9
შეცდომა: 11.5
სტატისტიკური ლიდერები
ქულა: ლებრონ ჯეიმსი - 27.6
მოხსნა: ლებრონ ჯეიმსი - 10.4
პასი: ლებრონ ჯეიმსი - 8.3
ჩაჭრა: ლებრონ ჯეიმსი - 1.8
დაფარება: ტიმოფეი მოზგოვი - 1.9
შეცდომა: ლებრონ ჯეიმსი - 4.4

ურთიერთშეხვედრები სეზონში
10 იანვარი
გ. სტეიტი-კლივლენდი 112:94
30:32, 30:22, 24:22, 28:18
გ-ს: სტივენ კარი (23+10 პასი);
კ: სმიტი (27+5 მოხსნა); ლებრონ ჯეიმსი არ თამაშობდა.
27 თებერვალი
კლივლენდი-გ. სტეიტი 110:99
32:33, 29:23, 29:22, 20:21
კ: ჯეიმსი (42+11 მოხსნა);
გ-ს: ლი (19).

ბუკმეკერთა შანსები
ჩემპიონობა
გოლდენ სტეიტი - 65%
კლივლენდი - 35%
სერიის ანგარიში
გ. სტეიტი-კლივლენდი 4:0 - 10%
გ. სტეიტი-კლივლენდი 4:1 - 20%
გ. სტეიტი-კლივლენდი 4:2 - 16%
გ. სტეიტი-კლივლენდი 4:3 - 19%
გ. სტეიტი-კლივლენდი 3:4 - 10%
გ. სტეიტი-კლივლენდი 2:4 - 16%
გ. სტეიტი-კლივლენდი 1:4 - 6%
გ. სტეიტი-კლივლენდი 0:4 - 3%

ფინალის MVP
სტივენ კარი - 54%
ლებრონ ჯეიმსი - 27%
კლეი ტომპსონი - 5%
კაირი ირვინგი - 5%
დრეიმონდ გრინი - 4%
ჯეი არ სმიტი - 1%

ფინალი ციფრებში
0 - "გოლდენ სტეიტის" რიგებში არც ერთი კალათბურთელს არ აქვს ფინალში თამაშის გამოცდილება. 1991 წელს, "ჩიკაგო ბულზი" გახდა ბოლო გუნდი, რომელმაც აბსოლუტურად გამოუცდელი შემადგენლობით მოიპოვა ჩემპიონობა.

2 - პირველად NBA-ს სადებიუტო სეზონის (1946-47) შემდეგ, ფინალურ სერიაში დებიუტანტი მწვრთნელები უპირისპირდებიან ერთმანეთს - "გოლდენ სტეიტის" მხრიდან სტივ კერი და "კლივლენდის" მხრიდან - დევიდ ბლატი. ბოლო დებიუტანტი მწვრთნელი, რომელმაც NBA-ს ტიტული მოიგო, პატ რაილი გახლდათ ("ლოს ანჯელეს ლეიკერსი", 1982).

3 - "გოლდენ სტეიტმა" რეგულარულ ჩემპიონატში 883 სამქულიანი ჩააგდო, რაც მესამე შედეგია NBA-ს ისტორიაში. "კლივლენდის" 826 ზუსტი სამქულიანი საკლუბო რეკორდი და მერვე შედეგია ისტორიაში.

5 - სეტჩ სანდერსის (1961-66), კეი სი ჯონსის (1959-66), სემ ჯონსისა (1958-66) და ბილ რასელის (1957-66) შემდეგ ლებრონ ჯეიმსი პირველი კალათბურთელია, ვინც ზედიზედ მეხუთე ფინალს ითამაშებს.

8 - რვა ლეგიონერია ფინალურ სერიაში მონაწილე გუნდების განაცხადებში: "კლივლენდის" მხრიდან - მეტიუ დელავედოვა (ავსტრალია), კაირი ირვინგი (ავსტრალია), ტიმოფეი მოზგოვი (რუსეთი) და ტრისტან ტომპსონი (კანადა); "გოლდენ სტეიტის" მხრიდან - ლეანდრო ბარბოზა (ბრაზილია), ენდრიუ ბოგუტი (ავსტრალია), ფესტუს ეზელი (ნიგერია) და ოგნიენ კუზმიჩი (სერბეთი).

10 - "გოლდენ სტეიტი" მხოლოდ მე-10 გუნდია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 67 მატჩი მოიგო. წინა ცხრა შემთხვევიდან შვიდჯერ ასეთი გუნდი ჩემპიონი გახდა.

11 - ბოლო 15 ფინალური სერიიდან 11-ში იგებდნენ ის გუნდები, რომლებსაც საკუთარი მოედნის უპირატესობა ჰქონდათ.

31 - "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი რიგით 31-ე მოთამაშეა, ვინც ერთ სეზონში MVP-ის პრიზი მიიღო და თან NBA-ს ფინალში გავიდა. წინა 30 შემთხვევიდან 22-ჯერ ფინალური სერია მოიგო იმ გუნდმა, რომლის რიგებში სეზონის MVP თამაშობდა.

73 - მიმდინარე პლეი ოფში სტივენ კარიმ 73 სამქულიანი გამოიყენა და უკვე დაამყარა ამ მხრივ NBA-ს რეკორდი პლეი ოფის ერთი გათამაშებისთვის. წინა რეკორდი რეჯი მილერს ეკუთვნოდა.

215 - NBA-ს ფინალური სერია 215 ქვეყანაში 47 ენაზე გადაიცემა.

5 000 - ლებრონ ჯეიმსს 195 ქულა აკლია იმისთვის, რომ პლეი ოფში საერთო მონაგარი 5 ათას ქულამდე აიყვანოს და გახდეს მეექვსე მოთამაშე ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწევს. ლებრონამდე ეს შეძლეს: მაიკლ ჯორდანმა, ქარიმ აბდულ-ჯაბარმა, კობი ბრაიანტმა, შაკილ ო'ნილმა და ტიმ დანკანმა.

ფინალის კალენდარი
5 ივნისი (05:00) - გოლდენ სტეიტი-კლივლენდი
8 ივნისი (04:00) - გოლდენ სტეიტი-კლივლენდი
10 ივნისი (05:00) - კლივლენდი-გოლდენ სტეიტი
12 ივნისი (05:00) - კლივლენდი-გოლდენ სტეიტი
15 ივნისი (05:00) - გოლდენ სტეიტი-კლივლენდი
17 ივნისი (05:00) - კლივლენდი-გოლდენ სტეიტი
20 ივნისი (05:00) - გოლდენ სტეიტი-კლივლენდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დგეს გამით არის თამაში ხომ?
mishka
17:55 04-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული