"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დუეინ უეიდს უტრიალებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ყურადღებით აკვირდება კონფლიქტის განვითარებას "მაიამი ჰიტის" პრეზიდენტს პეტ რაილისა და ამ გუნდის ლიდერს დუეინ უეიდს შორის. კალიფორნიული კლუბი მზად არის შესთავაზოს მცველს სარფიანი კონტრაქტი იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს აღარ გააგრძელოს კონტრაქტი "მაიამისთან". ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა მიმომხილველმა კრის მენიქსმა.

როგორც ირკვევა, ინტერესი ამ გარიგების მიმართ ორივე მხრიდან გამომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ "ლეიკერსმა" ჩააგდო გასული სეზონი და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვერ გამოაცხადებს პრეტენზიას ჩემპიონის ტიტულზე.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე უეიდი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლითა და სხვა
კლუბში გადასვლით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ "ჰიტი" ვერ დააკმაყოფლებს მის მოთხოვნებს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.

კალათბურთელი, რომელიც კარიერაში ორჯერ დათანხმდა ხელფასის შემცირებას კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე (ლებრონ ჯეიმსისა და ლუოლ დენგის გაფორმებისას), სურს "მაიამისგან" მიიღოს 60 მილიონი დოლარის ოდენობის სამწლიანი კონტრაქტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული