ამ ტრეიდში მესამე მხარე შეიძლება გახდეს "ორლანდო". ამ შემთხვევაში, "კინგზის" მიმართულებით უნდა გაემართოს "მეჯიქის" ჩერნოგორიელი ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი. ამ გარიგების განხორციელებას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს იმან, რომ "ლეიკერსს" არ აქვს აქტივები, რამაც შეიძლება დააინტერესოს ორივე კლუბი. გამონაკლისია ფორვარდი ჯულიუს რენდლი, მცველი ჯორდან კლარკსონი და მომავალი დრაფტის მეორე ნომრის არჩევის უფლება, რომლის გაცვლის უფლებაც "ლეიკერსს" არ აქვს.
აღვნიშნავთ, რომ ადრე
"რეალიდან" "ჰიუსტონში"
"ჰიუსტონ როკეტსმა" კონკრეტული წინადადებით მიმართ მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველს, სერხიო ლიულს. კერძოდ, "რაკეტების" ხელმძღვანელობას სურს, 27 წლის კალათბურთელთან სამწლიანი და 24-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმოს.
ლიულის მიმდინარე კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში და მისი დარღვევის შემთხვევაში, კომპენსაცია 5 მილიონ ევროს შეადგენს. "ჰიუსტონში" მომავალი ხელფასის ოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ლიული ამ კომპენსაციას თავად გადაიხდის.
სერხიო 2009 წლის დრაფტზე 34-ე ნომრად აირჩია "დენვერმა". მოგვიანებით, მოთამაშეზე უფლება "ჰიუსტონმა" გამოისყიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"