დამარცხებული ფედერერი, არაბიძის ტრანსფერი - 15 აგვისტოს დაიჯესტი

AutoSharing Option
1. თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ფრედ ითამაშა და ევროპა ლიგას დაემშვიდობა.

2. მატჩის შემდეგ იაპ სტამმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

3. "დინამოს" მწვრთნელმა ფელიქს ვისენტემ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა.

4. კლუბის მომავალზე ისაუბრა "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

5. "დინამოს" შემტევმა ლევან შენგელიამ შესაძლო ტრანსფერის შესახებ გააკეთა კომენტარი.

6. ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ ახალი კლუბი იპოვა.

7. მილტონ ჰეიგმა შოტლანდიელ გულშემატკივრებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა.

8. საქართველოს 17 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მალტა დაამარცხა და მე-9 ადგილისთვის ითამაშებს.

9. უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის
ყველა წყვილი გამოვლინდა.

10. უეფას პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის განხილვა გადადო.

11. ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის დამმარცხებელმა ანდრეი რუბლიოვმა როჯერ ფედერერსაც მოუგო და მეოთხე ტურში გავიდა.

12. "ლეიკერსის" ცენტრმა დემარკუს კაზინსმა კიდევ ერთი მძიმე ტრავმა მიიღო.

13. "საბურთალოს" პრეზიდენტმა "არარატ-არმენიასთან" წაგებულ თამაშზე ისაუბრა.

14. ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებული და პრიზიორები 61 კგ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ და საქართველოს 3 რეკორდი დამყარდა.

შოთა მიშველიძემ ატაცსა და აკვრაში საქართველოს რეკორდი თითო-თითო კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდის ჯამში ორი კილოგრამით გადააჭარბა სარეკორდო ზღვარს.

61 კგ
I შოთა მიშველიძე (ქუთაისი) - 136. 159. 295
II გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 131. 148. 279
III რამინ შამილიშვილი (აჭარა) - 120. 147. 267
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული