ისტორიაში პირველად! - "ტორონტო" NBA-ს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 14 ივნისს, გამთენიისას NBA-ს ფინალური სერიის მე-6 მატჩი ოკლენდში გაიმართა, სადაც "ტორონტო" "გოლდენ სტეიტს" ესტუმრა, ანგარიშით 114:110 დაამარცხა.

ამ მატჩის მოგებით "ტორონტომ" სერიაში 4:2 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად, NBA-ს ჩემპიონი გახდა.

კანადური კლუბი აქამდე ჩემპიონი არასდროს გამხდარა.

ჩემპიონებიდან საუკეთესოები პასკალ სიაკამი და კაილ ლაური იყვნენ. სიაკამმა 26 ქულა ჩააგდო და 10-ჯერ მოხსნა ბურთი. კაილ ლაურის ანგარიშზეც 26 ქულა იყო, პლუს 10 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა.

კავაი ლეონარდს 22 ქულა ჰქონდა. ლეონარდი ფინალური სერიის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. NBA-ში პირადი რეკორდი
დაამყარა ფრედ ვანვლითმა და 22 ქულა ჩააგდო. სერჟ იბაკამ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

მასპინძლებს შორის საუკეთესო კლეი ტომპსონი იყო. კალიფორნიელთა მცველმა 30 ქულა ჩააგდო. 22 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას.


სტეფ კარი მხოლოდ 21 ქულას დასჯერდა და აღსანიშნავია, რომ თავისი გუნდისთვის გადამწყვეტი სამქულიანი ვერ ჩააგდო. დემარკუს კაზინსმა 12 ქულა მიითვალა, ხოლო დრეიმონ გრინმა შეხვედრა 3-მაგი დუბლით დაასრულა - 11 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 19 მოხსნა.

აქვე, შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი მატჩის ბოლო წამებსა და ემოციებს.

altNBA. სუპერფინალი: დურანტი დაბრუნდა და ისევ ტრავმა მიიღო, "უორიორსმა" შანსი შეინარჩუნა [VIDEO]

altNBA. ფინალი: "ტორონტომ" კვლავ მოიგო, "გოლდენ სტეიტს" სასწაული თუ უშველის? [VIDEO]

altNBA. სუპერფინალის სიბრძნე: ერთი სტეფ კარი "ტორონტოს" ვერ მოუგებსო [VIDEO]

altNBA. სუპერფინალი: "გოლდენ სტეიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

altNBA. სუპერფინალი: "ტორონტო" შეუჩერებელია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუ შაყირობთ ზაზა ფაჩულიაზე. "გოლდენ სტეიტს" ზაზა მხოლოდ რეზერვისთვის ყავდა და გაჩემპიონებას უმისოდაც თავისუფლად შეძლებდა. ზაზას თავისი ფუნქცია ქონდა, ის მოწინააღმდეგის თამაშის ჩამშლელი იყო და მისგან არც ქულების დაგროვებას ელოდა ვინმე, არც სწრაფ თამაშს. ზაზამ გასული სეზონის 4 ფინალურ მატჩში სულ 4 წუთი ითამაშა. მწვრთნელს მისი მეტად გამოყენება არ ჭირდებოდა. წელს "გოლდენ სტეიტმა" ტრავმების გამო ვერ შეძლო გაჩემპიონება. ისე, მათი თამაშის სტილი ბევრ სპეციალისტს არ მოწონს და მეც ვეთანხმები. 3 ქულიანების ჭარბი ოდენობა კალათბურთს ხიბლს უკარგავს. აღარ არის გარღვევები, ჩატენვები, ლამაზი პასები.
ლევანი
16:55 14-06-2019
0
"ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო!" ხომ ფაქტია, რაც მოუვიდათ ზაზასთან ერთად და ზაზას გარეშე!
3

სიახლეები პოპულარული