ფავორიტთა სამეული ცნობილი იყო - კარლ-ენტონი თაუნსი, დ'ანჯელო რასელი და ჯალილ ოკაფორი. სწორედ ასეთი მიმდევრობით აიყვანეს ისინი. "მინესოტას" მთავარმა მწვრთნელმა და პრეზიდენტმა ფლიპ სონდერსმა სიტყვა შეასრულა და თაუნსზე შეაჩერა არჩევანი. ეს არის მომავალი სუპერვარსკვლავი და უნივერსალი ბრწყინვალე საკალათბურთო ინტელექტით.
მინეაპოლისელი გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მათი აზრით, თაუნსმა ერთ დროს მათი საყვარელი ორი კევინი - გარნეტი და ლავი უნდა შეცვალოს. პრინციპში, თაუნსს მართლაც შეუძლია პირველივე სეზონში "მგლების" ახალ დონეზე გაყვანა, რადგან 211 სანტიმეტრი სიმაღლის
* * *
მეორე ნომრად აირჩიეს რასელი - "ფეთქებადი" მცველი, რომელსაც ბურთის გათამაშებაც შეუძლია და სნაიპერული თვისებებიც გააჩნია. კობი ბრაიანტის დახმარებით, "ლეიკერსში" მისი ნიჭი აუცილებლად განვითარდება. ბევრი დღეს იმაზეც კი ლაპარაკობს, რომ 2015 წლის დრაფტის მონაწილეებიდან სწორედ რასელი მოხვდება პირველი "ყველა ვარსკვლავის მატჩზე".
* * *
ოკაფორს, რომელიც "ფილადელფიას" ერგო, სეზონის წინ დრაფტის პირველ ნომრად ასახელებდნენ, მაგრამ თანდათან ცენტრის "აქციები დაეცა, რადგან სპეციალისტებმა ეჭვი შეიტანეს მის ფიზიკურ მონაცემებში მძლავრი ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედებისას. დამატებითი სირთულე ის არის, რომ "ფილადელფიამ" ზედიზედ მესამე დრაფტზე მაღალი კალათბურთელი აირჩია, ამიტომაც, ახალბედას დროის გაყოფა მოუწევს ნერლენს ნოელთან და ჯოელ ემბიდთან.
* * *
რიგში მეოთხე იყო "ნიუ იორკი" და ფილ ჯექსონის არჩევანმა ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია. დიადმა მწვრთნელმა გარისკა და მთელი ფსონი 19 წლის ლატვიელ კრისტაპს პორზინგისზე ჩავიდა. ჯექსონი მასში პაუ გასოლის პოტენციალს ხედავს, სხვები დირკ ნოვიცკის მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სკეპტიკოსები კი სხვაგვარ პარალელს ავლებენ - ანდრეა ბარნიანი და დარკო მილიჩიჩი.
თუმცა პორზინგისს აქვს სერიოზული არგუმენტი თავის სასარგებლოდ "კახასოლში" ჩატარებული დამაჯერებელი სეზონის სახით - 10.7 ქულა და 4.8 მოხსნა 21.7 წუთში. მიუხედავად ამისა, "ბრუკლინის" არენის გარშემო შეკრებილმა "ნიქსის" ფანებმა ახალბედას სტვენა აუტეხეს.
* * *
პორზიგისის შემდეგ კიდევ ერთი ევროპელი აირჩიეს - მარიო ჰეზონია, რომლის შეტევითი პოტენციალი უნდა გამოადგეს "ორლანდოს". უნდა აღვნიშნოთ მეშვიდე ნომრად "დენვერში" წასული ემანუელ მუდიაი. კონგოური წარმოშობის ზეათლეტური გამთამაშებელი ფიზიკური ძალით NBA-ის ბევრ ვეტერანს დაჩაგრავს. მუდიაი იმითაც არის საინტერესო, რომ სკოლის შემდეგ ის არა კოლეჯში, არამედ ჩინეთში გაემგზავრა სათამაშოდ, სადაც "გუანდუნას" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა და 18.0 ქულა, 6.3 მოხსნა და 5.0 შედეგიანი პასი დააგროვა.
"საკრამენტომ", "დეტროიტმა" და "შარლოტმა" აიყვანეს მოთამაშეები, რომლებსაც მიმდინარე შემადგენლობაში არსებული ბზარის ამოვსება შეუძლიათ. "მაიამის" მეათე ნომრად ერგო ჯასტის უინსლოუ, რომლის სხეულმა 19 წლის ასაკში სუპერმენის პროპორციები მიიღო. შესაძლოა, ამგვარმა გაძლიერებამ გადააფიქრებინოს დუეინ უეიდს სხვა კლუბში გადასვლა...
დრაფტი 2015
I რაუნდი
1. კარლ-ენტონი ტაუნსი - ცენტრი, 19 წლის, 211 სმ მინესოტა
2. დ'ანჯელო რესელი - მცველი, 19 წლის, 196 სმ ლეიკერსი
3. ჯალილ ოკაფორი - ცენტრი, 19 წლის, 211 სმ ფილდელფია
4. კრისტაპს პორზინგისი - ფორვარდი, 19 წლის, 215 სმ ნიუ იორკი
5. მარიო ჰეზონია - მცველი, 20 წლის, 203 სმ ორლანდო
6. უილი კოული-სტაინი - ცენტრი, 21 წლის, 216 სმ საკრამენტო
7. ემანუელ მუდიაი - მცველი, 19 წლის, 196 სმ დენვერი
8. სტენლი ჯონსონი - ფორვარდი, 19 წლის, 198 სმ დეტროიტი
9. ფრენკ კამინსკი - ცენტრი, 22 წლის, 215 სმ შარლოტი
10. ჯასტის უინსლოუ - ფორვარდი, 19 წლის, 198 სმ მაიამი
11. მაილზ ტერნერი - ცენტრი, 19 წლის, 211 სმ ინდიანა
12. ტრეი ლაილზი - ფორვარდი, 19 წლის, 208 სმ იუტა
13. დევინ ბუკერი - მცველი, 18 წლის, 198 სმ ფინიქსი
14. კემერონ პეინი - მცველი, 20 წლის, 188 სმ ოკლაჰომა
15. კელი უბრე - მცველი, 19 წლის, 201 სმ ვაშინგტონი
16. ტერი როზიე - მცველი, 21 წლის, 188 სმ ბოსტონი
17. რაშად ვონი - მცველი, 18 წლის, 196 სმ მილუოკი
18. სემ დეკერი - ფორვარდი, 21 წლის, 206 სმ ჰიუსტონი
19. ჯერიან გრენტი - მცველი, 22 წლის, 196 სმ ნიუ იორკი
20. დელონ რაიტი - მცველი, 23 წლის, 196 სმ ტორონტო
21. ჯასტინ ანდერსონი - ფორვარდი, 21 წლის, 201 სმ დალასი
22. ბობი პორტისი - ფორვარდი, 20 წლის, 211 სმ ჩიკაგო
23. რონდე ჰოლის-ჯეფერსონი - ფორვარდი, 20 წლის, 201 სმ ბრუკლინი
24. ტაიუს ჯონსი - მცველი, 19 წლის, 188 სმ მინესოტა
25. ჯერელ მარტინი - ფორვარდი, 21 წლის, 206 სმ მემფისი
26. ნიკოლა მილუტინოვი - ცენტრი, 20 წლის, 214 სმ სან ანტონიო
27. ლარი ნენსი - ფორვარდი, 22 წლის, 203 სმ ლეიკერსი
28. არ-ჯეი ჰანტერი - მცველი, 21 წლის, 198 სმ ბოსტონი
29. კრის მაკალოუ - ფორვარდი, 20 წლის, 208 სმ ბრუკლინი
30. კევინ ლუნი - ფორვარდი, 19 წლის, 206 სმ გ. სტეიტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"