კობი ბრაიანტი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2015-16 წლების სეზონი, შესაძლოა, ბოლო არ აღმოჩნდეს მის კარიერაში. თუ მომავალი სეზონის დასასრულისთვის ვეტერანი ისევ იგრძნობს ძალას კარიერის გასახანგრძლივებლად, ის კალიფორნიულ კლუბში თამაშს გააგრძელებს.

ბრაიანტის ორწლიანი და 48-მილიონიანი კონტრაქტი 2015-16 წლების სეზონის შემდეგ სრულდება. ლიგაში ბევრი ვარაუდობს, რომ ეს იქნება ბოლო ხელშეკრულება კობის კარიერაში. აგვისტოში "ლეიკერსის" ვარსკვლავს 37 წელი უსრულდება. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მცველმა ჯამში 41 მატჩი ჩაატარა.

* * *
ამასობაში, "ლეიკერსი" სულ უფრო სერიოზულად ფიქრობს "საკრამენტოდან" დემარკუს
კაზინსის აყვანაზე. USA Today-ს ცნობით, "კინგზის" მფლობელმა ვივეკ რანადივემ კაზინსის აგენტს უფლება მისცა იმუშაოს ცენტრის ტრეიდზე "ლეიკერსში".

ეს ინფორმაცია ამტკიცებს იმას, რომ მოთამაშესა და მთავარ მწვრთნელ ჯორჯ კარლს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

ასე რომ, გუნდებს შორის მზადდება გაცვლა. ბოლო ინფორმაციით, "ლეიკერსში" მზად არის ტრეიდში ჩართოს 2015 წლის დრაფტზე მეორე ნომრად არჩეული დ'ანჯელო რასელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული