სტივენ კარი VS ლებრონ ჯეიმსი სპორტულ ბიზნესში გრძელდება

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზის" ლიდერის ლებრონ ჯეიმსის სახელობის მაისურები აღარ არის ყველაზე გაყიდვადი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ამას ადასტურებს ონლაინ-მაღაზიის store.nba.com-ის მონაცემები.

დღეიდან, მაისურების გაყიდვების მხრივ ლიდერია NBA-ის მოქმედი ჩემპიონის "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი. ის პირველად ჩაუდგა სათავეში ამ რეიტინგს, იმ დროს, როცა ჯეიმსი მიმდინარე წლის აპრილიდან ლიდერობდა.

შეგახსენებთ, კარი 2014-15 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე გახდა. ძირითადად მისი წარმატებული თამაშის წყალობით, "გოლდენ სტეიტი" 1975 წლის შემდეგ პირველად გახდა ასოციაციის ჩემპიონი. მცველმა სეზონში 101 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 23.8 ქულა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული