"ჩვენ მასში ვხედავთ შაკილ ო'ნილის დონის მოთამაშეს, რომელსაც არ აძლევდნენ თავის გამოჩენის საშუალებას. ჩვენ ვუთხარით მას, რომ თუ კარიერის გასაგრძელებლად "დალასს" აირჩევდა, ყურადღების ცენტრში მოექცეოდა. მას შეუძლია ისეთ მოთამაშედ გაიზარდოს, რომლის გარშემოც იგება გუნდი. შეუძლია საშუალოდ მატჩში 20 ქულისა და
2014-15 წლების სეზონში ჯორდანი "კლიპერსს" საშუალოდ 11.5 ქულითა და 15 მოხსნით ეხმარებოდა.
* * *
"პორტლენდის" მცველი უესლი მეტიუზი "დალასში" გადავა სათამაშოდ. კალათბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და "მავერიქსთან" კონტრაქტისთვის უარყო "საკრამენტოს" სოლიდური წინადადება - 64 მილიონი დოლარის ღირებულების ოთხწლიანი კონტრაქტი.
მ დღეებში, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სხვა საინტერესო გარიგებებიც განხორციელდა...
- მაგალითად, გაირკვა დუეინ უეიდის საკითხი. მცველი, რომელიც ვერ ახერხებდა ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთახმებას "მაიამისთან", ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს ფლორიდულ კლუბთან. ხელშეკრულების თანხა 20 მილიონი დოლარია, რაც ოთხი მილიონით მეტია შარშანდელ შემოსავალზე.
- მარკო ბელინელის გარდა, "საკრამენტოში" გადადის სათამაშოდ "დალასის" ყოფილი გამთამაშებელი რაჟონ რონდო. ის "მეფეებს" ერთწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა და 9.5 მილიონ დოლარს მიიღებს. 29 წლის მცველმა ვერ შეძლო ვერც ერთ კლუბთან მრავალწლიანი ხელშეკრულების გაფორმება "მავერიქსში" გატარებული წარუმატებელი სეზონის გამო.
- ფორვარდი გრეგ მონრო 50 მილიონი დოლარის ღირებულების სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს "მილუოკისთან". ხელშეკრულება "2+1" სისტემის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალათბურთელს უფლება აქვს საკუთარი სურვილისამებრ გააუქმოს კონტრაქტის ბოლო წელი. მონრო ხუთი წელი თამაშობდა "დეტროიტში". შარშან, "პისტონზის" რიგებში საშუალოდ 15.9 ქულასა და 10.2 მოხსნას აგროვებდა.
- "პორტლენდის" მორიგი დანაკლისი გახდა ცენტრი რობინ ლოპესი. კალათბურთელმა "ნიუ იორკ ნიქსში" ამჯობინა თამაში. ჯერჯერობით ხელშეკრულების დეტალები ცნობილი არ არის.
- "ორლანდოს" ხელმძღვანელობა კონტრაქტზე მოელაპარაკა გამთამაშებელ სი ჯეი უოტსონს. ვეტერანი სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და 15 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 31 წლის უოტსონმა გასული სეზონი "ინდიანას" რიგებში გაატარა და საშუალოდ 10.0 ქულა და 3.6 შედეგიანი პასი დააგროვა.
- გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ "ჰიუსტონმა" შეინარჩუნა შემადგენლობაში კორი ბრიუერი (სამი წელი, 23.4 მილიონი) და პატრიკ ბევერლი (ოთხი წელი, 23 მილიონი).
- "ინდიანა პეისერსმა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" განახორციელეს გაცვლა, რომლის მიხედვითაც 28 წლის ცენტრი როი ჰიბერტი კალიფორნიულ კლუბში გადადის სათამაშოდ. მის სანაცვლოდ, "ინდიანა" მიიღებს დრაფტის მეორე რაუნდში რამდენიმე არჩევანს და უფლებას რამდენიმე უცხოელ მოთამაშეზე. ჰიბერტი, რომელიც გასულ სეზონში 10.6 ქულასა და 7.1 მოხსნას აგროვებდა, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ორგზის მონაწილეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"