კობი ბრაიანტი "ბარსელონაში" კარიერას დაამთავრებს?

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასასეზონო ტურნეს მართავს. კატალონიელთა ერთ-ერთ ვარჯიშს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი დაესწრო.

სტუმრობის შემდეგ ვეტერანმა კალათბურთელმა "ბარსელონას" ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, ალბერტ სოლერთან გაისაუბრა, - წერს გაზეთი AS.

"კობიმ შემოგვთავაზა საკალათბურთო კარიერის "ბარსელონაში" დასრულება", - განაცხადა სოლერმა.

როგორც ესპანური პრესა ვარაუდობს, კატალონიელთა საკალათბურთო გუნდში კობი ბრაიანტმა, შესაძლოა, ესპანელ ვეტერანთან, პაუ გასოლთან ერთად ითამაშოს. ეს კალათბურთელები წლების განმავლობაში ერთად გამოდიოდნენ "ლოს ანჯელეს ლეიკერსში".

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ბრაიანტის მოქმედი კონტრაქტი "ლეიკერსთან" 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული