NBA: "ადიდასის" ენითაუწერელი წინადადება ჰარდენს

AutoSharing Option
გერმანულმა კომპანია "ადიდასმა" "ჰიუსტონ როკეტსის" შემტევ მცველს ჯეიმს ჰარდენს 13-წლიანი სპონსორული კონტრაქტი შესთავაზა. ამის სანაცვლოდ, "რაკეტების" ლიდერი 200 მილიონ დოლარს მიიღებს. "ადიდასი" კალათბურთელისგან პასუხს ამ კვირის ბოლომდე ელოდება. რამდენიმე დღის წინ, ამოიწურა ხელშეკრულება ჰარდენსა და კომპანია Nike-ს შორის.

იმ შემთხვევაში, თუ ჰარდენი დათანხმდება გერმანელთა პირობებს, ის "ადიდასთან" ხელშეკრულებით უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე "ჰიუსტონში" იღებს. მისი კონტრაქტი "როკეტსთან" 2018 წლის ზაფხულში იწურება. ჯეიმსი "ჰიუსტონისგან", ჯამში 80 მილიონ დოლარს მიიღებს.

ამ მომენტისთვის, "ადიდასი" ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ეკიპირების ოფიციალური მიმწოდებელია, მაგრამ ლიგასთან გარიგება
2017 წლის ზაფხულში იწურება. ადრე კომპანიამ გამოაცხადა, რომ არ აპირებს ამ ხელშეკრულების გახანგრძლივებას.

* * *
როგორც ESPN ამტკიცებს, "სან ანტონიო სპურსის" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი და გუნდის ლეგენდარული ვეტერანი ტიმ დანკანი ერთდროულად აპირებენ კარიერის დასრულებას.

ცოტა ხნის წინ, "სპურსის" დამრიგებელმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ESPN-ის მიმომხილველები ამტკიცებენ, რომ ეს ნაბიჯი სულაც არ ნიშნავს მას, რომ 66 წლის სპეციალისტი კარიერას ოთხი წლის შემდეგ დაასრულებს.

პოპოვიჩი დამსახურებულ პენსიაზე, შესაძლოა, უკვე მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ გავიდეს. მწვრთნელისთვის მთავარი ორიენტირია ტიმ დანკანი, რომლის კარიერა ასოციაციაში დასასრულს უახლოვდება.

გრეგ პოპოვიჩი და ტიმ დანკანი 1997 წლიდან მოყოლებული ერთად არიან. 18 წლის განმავლობაში, ვარსკვლავურმა დუეტმა ხუთი საჩემპიონო ბეჭედი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ენით აღუწერელი
ქართული ენა
16:24 06-08-2015
0

სიახლეები პოპულარული