ვეტერანმა მცველმა სრულად მოირჩინა მხარის ტრავმა, რომელიც 2014-15 წლების სეზონის დროს მიიღო. როგორც Bleacher Report წერს, ბრაიანტი სრულ მზადყოფნაში იქნება "ლეიკერსის" საწვრთნელი ბანაკის გახსნის წინ.
ამასთან, კალიფორნიული კლუბის მთავარი მწვრთნელი ბაირონ სკოტი შეეცდება მინიმუმამდე დაიყვანოს კიდევ ერთი ტრავმის მიღების რისკი.
როგორც სკოტმა განაცხადა, დამდეგ სეზონში, რომელიც მეოცე იქნება კობისთვის "ლეიკერსის" შემადგენლობაში, კალათბურთელი შეზღუდული სათამაშო დროით დაიტვირთება. ეს ნაბიჯი უნდა დაეხმაროს ტრავმების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაში, რაც ბოლო სამი სეზონია
"უნდა მივსდიოთ დროის გარკვეულ რაოდენობას, რომელსაც ის მოედანზე გაატარებს. ვიცი, კობი მებრძოლია და იმდენს ითამაშებს, რამდენიც დაგჭირდებათ. მაგრამ მეც მებრძოლი ვარ, ასევე მინდა მოგება და ვიცი: ჯანმრთელი ბრაიანტის ყოფნა მოედანზე გაცილებით გაზრდის ჩვენს შანსებს.
თუ ეს მისი ბოლო სეზონია, მინდა ფეხზე მდგარმა დაასრულოს და არა, ყავარჯნებზე დაყრდნობილმა", - ამბობს სკოტი ESPN-თან კომენტარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"