ხვალ, პოლი დამატებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მალე დაბრუნდება მოედანზე. ყოველ შემთხვევაში, კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ პლეიმეიკერს რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვება მოუწევს.
* * *
დღითი დღე აუმჯობესებს თამაშს "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი. გუშინ, მან მესამე საჩვენებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე შედეგიანი იყო თავისი გუნდის რიგებში.
კალიფორნიელები შინ
"ვცდილობდით, რომ ბრაიანტს სამწამიანი რკალის შიგნით ეთამაშა. მაგრამ თუ ის ისე აგდებს ბურთს, როგორც ამას აღნიშნულ შეხვედრაში აკეთებდა, შეუძლია გაცდეს მწვრთნელის დავალების ფარგლებს.
კობი სულ უფრო უკეთ გამოიყურება. ის შესანიშნავად არჩევს დროს შეტევებისთვის, ძალიან კარგად მოძრაობს და უფრო მობილური ჩანს. ბრაიანტი თავად ამბობს, რომ კარგად გრძნობს თავს. ასე რომ, ჩვენ, უბრალოდ, მივყვებით არჩეულ მიმართულებას", - ამბობს "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელი ბაირონ სკოტი.
* * *
"ჰიუსტონ როკეტსის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა, შესაძლოა, რეგულარული ჩემპიონატის სტარტი გამოტოვოს. გუშინ, "ორლანდოსთან" გამართულ საჩვენებელ მატჩში, ჰარდენმა მუხლი დაიზიანა.
მცველმა 13 წუთი გაატარა მოედანზე და 12 ქულისა და ოთხი შედეგიანი გადაცემის დაგროვება მოასწრო. ტრავმა მან პირველ ტაიმში მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებული. კლუბის ხელმძღვანელობა, ჯერჯერობით, არაფერს ამბობს კალათბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტი ვადების შესახებ. არ არის გამორიცხული, ჰარდენს სეზონის სტარტის გამოტოვება მოუწიოს.
ჰიუსტონი-ორლანდო 119:123
38:21, 33:32, 20:37, 28:33
ჰ: ბრიუერი (20+3 ჩაჭრა), მ-ტ. ტორნტონი (17+5 მოხსნა), ჰარდენი (12+4 პასი), არიზა (11+4 პასი), ლოუსონი (11), ჯოშუა სმიტი (8+7 მოხსნა).
ო: მერბლი (21), ფურნიე (19+5 მოხსნა+4 პასი), ტ. ჰარისი (16+5 მოხსნა), ფრაი (14), ჰეზონია (13+6 მოხსნა).
ლეიკერსი-მაკაბი (ჰ) 126:83
33:16, 30:24, 33:18, 30:25
ლ: ბრაიანტი (21), ნ. იანგი (16), კელი (15+7 მოხსნა), რენდლი (14+9 მოხსნა), ლ. უილიამსი (13).
მ: ბაკნერი (20+7 მოხსნა), ბლაიზერი (17+3 ჩაჭრა), ჩუბჩევიჩი (14), რუგუა (10+5 მოხსნა), ტომპსონი (8+5 მოხსნა).
ვაშინგტონი-ბაურუ 134:100
34:19, 39:34, 28:15, 33:32
ვ: გორტატი (19), ბილი (17), გუდენი (15+5 მოხსნა), პორტერი (12), ჰემფრიზი (11+9 მოხსნა).
ბ: მაინდლი (17+7 მოხსნა), რ. დეი (17), ჰეტსჰაიმერი (16), სენა (11+5 მოხსნა), ბორასინი (10+4 პასი).
კლიპერსი-შარლოტი 94:106
28:37, 27:20, 22:28, 17:21
კ: რედიკი (23), სმიტი (14), გრიფინი (13+9 მოხსნა+10 პასი).
შ: ზელერი (16+10 მოხსნა), ლინი (16), ჰოიესი (10+13 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"