"არც ერთი კალათბურთელი არ უნდა იცავდეს საკუთარ თავს რომელიმე რეიტინგში ამა თუ იმ ადგილზე მოხვედრის გამო. ამიტომაც, გთხოვთ მსგავს კითხვებს ნუღარ დამისვამთ. უკვე დიდი ხანია ვიცოდი, რომ ESPN-ში იდიოტები მუშაობდენ", - განაცხადა ბრაიანტმა.
აღვნიშნავთ, რომ EPSN-ის კლასიფიკაციაში NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი მარცინ გორტატის (74), ნერლენს ნოელის (76), ტიმოფეი მოზგოვის (78), რეჯი ჯექსონის (81), ტაირიკ ევანსის (87) და ლუოლ დენგის
ჯერჯერობით, ESPN-ს სრული სია არ გამოუქვეყნებია. თავდაპირველად, მან წარმოადგინა მოთამაშეები 71-დან მე-400 ადგილამდე.
სხვათა შორის, კიდევ ერთ რეიტინგში, რომელიც FiveThirtyEight-ის მიერ არის შედგენილი, კობი 236-ე პოზიციაზე დააყენეს. ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა ამ ინტერნეტ-გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ნეიტ სილვერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"