სიკვდილის პირას მყოფ ლამარ ოდომს თირკმელი სჭირდება

AutoSharing Option
როგორც ინტერნეტ-პორტალი TMZ იტყობინება, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილ ფორვარდს ლამარ ოდომს, შესაძლოა, თირკმლის გადანერგვა დასჭირდეს.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს, ოდომი უგონო მდგომარეობაში იპოვნეს ნევადას შტატის ერთ-ერთ ბორდელში და ის ორი დღე კომაში იყო.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ NBA-ის ორგზის ჩემპიონი გონს მოვიდა და დამოუკიდებლად სუნთქვას.

როგორც გამოცემა იტყობინება, ოდომს ორგანიზმის ყველა ფუნქცია აღუდგა, მაგრამ თირკმელები გაეთიშა. ამიტომაც, კალათბურთელი დღეში ექვსი საათი დიალეზზეა, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი შეიძლება თირკმელის გადანერგვით დასრულდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული