NBA: ტრისტან ტომპსონი "კლივლენდმა" დაიბევა

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზის" მენეჯმენტმა ხუთწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა 24 წლის მძიმე ფორვარდთან ტრისტან ტომპსონთან. ამ დროის განავლობაში, კალათბურთელი 82 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამის შესახებ ESPN-ს აცნობა მოთამაშის აგენტმა რიჩ პოლმა.

შეგახსენებთ, რომ ტომპსონი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტია, ამიტომაც არ შეუძლია კლივლენდელ პარტნიორებთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება იქამდე, სანამ გარიგება ოფიციალურად არ იქნება გაფორმებული.

ტრისტან ტომპსონსა და მის აგენტს მაქსიმალური კონტრაქტის მიღების იმედი ჰქონდათ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ დათანხმებობდნენ "კლივლენდის" შეთავაზებულ პირობებს.

* * *
"ნიუ იორკ ნიქსის" მთავარი მწვრთნელი დერეკ ფიშერი ჩამოყალიბდა
სეზონის გახსნის მატჩში თავისი გუნდის სასტარტო ხუთეულთან დაკავშირებით.

კერძოდ, მომავალ კვირას, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ შეხვედრას დაიწყებენ: მცველები - ხოსე კალდერონი და არონ აფლალო, ფორვარდები - კარმელო ენტონი და კრისტაპს პორზიგინსი და ცენტრი - რობინ ლოპესი. ამ შემადგენლობაში ლატვიელი პორზიგინსი დებიუტანტია. ის "ნიუ იორკმა" წლევანდელ დრაფტზე მეოთხე ნომრად აირჩია.

* * *
"კლივლენდ კავალიერზის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი შეუერთდა ამერიკის პირველი ლედის მიშელ ობამას კამპანიას - Better Make Room-ს, რომელიც განათლების დაცვას ემსახურება.

ობამამ და ჯეიმსმა აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მოაწყვეს შეხვედრა, რომელშიც 2500-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ლებრონის ინიციატივით, სტუდენტებმა დადეს ერთგვარი ფიცი სწავლების ვალდებულებაზე. კალათბურთელმა გამოაცხადა უნივერსიტეტთან ერთად შემუშავებულ პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც, მომავალი სტუდენტები ოთხი წელი სწავლის პერიოდში სტიპენდიას მიიღებენ.

"ბევრი მოზარდი რაღაცაზე ოცნებობს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველა ოცნება რეალობად არ იქცევა. ეს შეიძლება იყოს ოჯახური გარემოებები ან, უბრალოდ, რწმენის დეფიციტი. ჩვენი სავალდებულო პროგრამა, დაეხმარება მათ ოცნებების ასრულებაში", - ამბობს ლებრონ ჯეიმსი ESPN-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული