რა თქმა უნდა, ცენტრალური მატჩი იყო "ოკლაჰომასა" და "სან ანტონიოს" შორის. ამ შეხვედრას უნდა ეჩვენებინა - რამდენად მოახერხა აღდგენა მასპინძლების ლიდერმა კევინ დურანტმა, აგრეთვე, როგორ მოერგო ახალ გუნდს "სპურსის" მთავარი შენაძენი ლამარკუს ოლდრიჯი.
დურანტი, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო თითქმის მთლიანად გამოტოვა გასული სეზონი, პრაქტიკულად ტრიუმფალურად დაბრუნდა.
მართალია, თამაშიდან დაბალი პროცენტით ისროლა, მაგრამ მაინც დააგროვა 22 ქულა და ამას ექვსი მოხსნა დაუმატა. რაც შეეხება ოლდრიჯს, ის არ ყოფილა
მატჩის მთავარი ვარსკვლავი გახდა "ოკლაჰომას" მეორე ლიდერი - რასელ უესტბრუკი, რომელმაც შესანიშნავი კოლექცია შეაგროვა 33 ქულისა და 10 შედეგიანი პასის სახით. "სან ანტონიოში" კი საუკეთესო იყო კავაი ლეონარდი.
მან შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა, მაგრამ მისი 32 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მოგებისთვის. "სპურსმა" ბოლო 19 წლის განმავლობაში, მხოლოდ მეორედ წააგო რეგულარული ჩემპიონატის პირველი მატჩი.
"ოკლაჰომას" მთავარმა მწვრთნელმა ბილი დონოვანმა, რომელიც ორჯერ გახდა NCAA-ის ჩემპიონი ფლორიდას უნივერსიტეტის გუნდით, პირველი გამარჯვება მოიპოვა პროფესიულ კალათბურთში.
* * *
გუშინ, ყურადღების ცენტრში იყო კობი ბრაიანტი. "ლეიკერსის" ლიდერმა მე-20 სეზონი დაიწყო კალიფორნიული გუნდის მაისურით, რითაც დაამხო "იუტას" ლეგენდის ჯონ სტოქტონის რეკორდი, რომელმაც "ჯაზმენების" რიგებში 19 სეზონი ითამაშა.
საინტერესოა, რომ ბრაიანტმა პირველი მატჩი "მინესოტას" წინააღმდეგ ჩაატარა, რომლის რიგებშიც 21-ე სეზონი დაიწყო ფორვარდმა კევინ გარნეტმა.
ამ რეკორდს კობიმ კიდევ ერთი დაუმატა - ის მეოთხე ადგილზე გადავიდა NBA-ის ისტორიაში მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობით. მან უილტ ჩემბერლენს გაუსწრო.
თუმცა ბრაიანტის სარეკორდო მაჩვენებლებმა "ლეიკერსს" ვერ უშველა და გუნდმა წააგო სეზონის პირველი მატჩი.
* * *
გუშინდელ სათამაშო დღეს, რამდენიმე საინტერესო ციფრი დაფიქსირდა:
- 11 შეცდომა დაუშვა "დენვერის" მცველმა ემანუელ მუდიაიმ. ასეთი მაჩვენებელი სეზონის დასაწყისში 1985 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. გარდა ამისა, მუდიაი მეორე თინეიჯერია (მოთამაშეები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი) ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, ვინც ერთ მატჩში ცხრა ამ მეტი შედეგიანი პასი შეასრულა.
- "ვაშინგტონის" მცველმა ჯონ უოლმა ოთხ სტატისტიკურ კომპონენტში დააგროვა მინიმუმ 5 ერთეული (22 ქულა+7 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება). ის მეცხრე მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია.
- "ფილადელფიას" ცენტრმა ჯალილ ოკაფორმა პირველი მატჩი ჩაატარა NBA-ში, მაგრამ უკვე დადგა NBA-ის ოთხგზის ჩემპიონის შაკილ ო'ნილის გვერდით. თუმცა ეს სასიამოვნო მიღწევა არ არის: ლიგის ისტორიაში მხოლოდ ამ ორმა მოთამაშემ დაუშვა სადებიუტო მატჩში მინიმუმ რვა შეცდომა.
- "ნიუ იორკმა" თავის ისტორიაში მეორედ მოიგო ჩემპიონატის სასტარტო მატჩი 25 ან მეტი ქულის სხვაობით. წინა ასეთი მიღწევის დროს, გუნდი ჩემპიონი გახდა (1970 წელი).
ორლანდო-ვაშინგტონი 87:88
29:31, 22:22, 16:12, 20:23
ო: ოლადიპო (17+11 მოხსნა), ჰარისი (15+7 მოხსნა), გორდონი (12+7 მოხსნა), პეიტონი (11+10 მოხსნა+8 პასი), ჰეზონია (11), ვუჩევიჩი (10+7 მოხსნა).
ვ: ბილი (24), უოლი (22+7 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება), ჰემფრიზი (11), გორტატი (10+8 მოხსნა).
ბოსტონი-ფილადელფია 112:95
21:26, 30:14, 28:27, 33:28
ბ: ტომასი (27+7 პასი), ჯონსონი (15+7 მოხსნა), კრაუდერი (14), სმარტი (13), სალინჯერი (12+7 მოხსნა).
ფ: ოკაფორი (28+7 მოხსნა), ქენაანი (16), ნოელი (14+13 მოხსნა), სემპსონი (13).
ბრუკლინი-ჩიკაგო 100:115
19:30, 36:28, 16:28, 29:29
ბ: ლოპესი (26+7 მოხსნა), ბარნიანი (17+7 მოხსნა), იანგი (12), ჯონსონი (10+10 მოხსნა).
ჩ: ბატლერი (24+7 პასი), მიროტიჩი (18+9 მოხსნა), პ. გასოლი (16+9 მოხსნა), როუზი (15), ბრუქსი (12), სნელი (10).
დეტროიტი-იუტა 92:87
16:15, 25:29, 28:20, 23:23
დ: ჯექსონი (19), დრამონდი (18+10 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (16), მორისი (14), ჯონსონი (11).
ი: ფეივორსი (26), ბერკსი (18), ჰეივორდი (13), ჰუდი (12), გობერი (6+13 მოხსნა).
მაიამი-შარლოტი 104:94
23:27, 31:17, 19:16, 31:34
მ: ბოში (21+10 მოხსნა), უეიდი (20), გრინი (19), დენგი (13).
შ: უოკერი (19), ჯეფერსონი (17), ლინი (17), მარვ. უილიამსი (10+9 მოხსნა), ზელერი (7+12 მოხსნა).
ტორონტო-ინდიანა 106:99
20:30, 17:15, 35:23, 34:31
ტ: დეროზანი (25+6 პასი), ლოური (23+6 პასი), ვალანჩუნასი (21+15 მოხსნა), კეროლი (14+8 მოხსნა).
ი: ჯორჯი (19+11 მოხსნა+8 პასი), მაილზი (18), ჯორჯ ჰილი (17), სტაკი (16), მაინმი (10+8 მოხსნა).
ჰიუსტონი-დენვერი 85:105
21:27, 28:26, 14:23, 22:29
ჰ: ჰარდენი (22), ჯონსი (15), ლოუსონი (12+6 პასი).
დ: გალინარი (23+8 მოხსნა), ფარიდი (18+9 მოხსნა), მუდიაი (17+9 პასი), ლოვერნი (11+7 მოხსნა), ბარტონი (11), ნელსონი (10).
მემფისი-კლივლენდი 76:106
10:26, 22:27, 23:26, 21:27
მ: რენდოლფი (12+8 მოხსნა), მ. გასოლი (12).
კ: ლავი (17+13 მოხსნა), ჯეფერსონი (14), ჯეიმსი (12+7 მოხსნა), კანინგემი (12), დელავედოვა (12).
მილუოკი-ნიუ იორკი 97:122
23:27, 28:36, 22:27, 24:32
მ: მონრო (22+14 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (20), მიდლტონი (11).
ნ-ი: პორზინგისი (16), ვუიაჩიჩი (11), ენტონი (11+7 მოხსნა).
ოკლაჰომა-სან ანტონიო 112:106
29:27, 21:28, 29:28, 33:23
ო: უესტბრუკი (33+10 პასი), დურანტი (22), კანტერი (15+14 მოხსნა), იბაკა (10).
ს-ა: ლეონარდი (32+8 მოხსნა), ოლდრიჯი (11), ჯინობილი (11+8 პასი), პარკერი (10).
ფინიქსი-დალასი 95:111
22:24, 23:30, 21:34, 29:23
ფ: ნაითი (15), ბუკერი (14), ლოიერი (14+7 მოხსნა), ბლედსოუ (13), გუდვინი (12).
დ: ფელტონი (18+6 პასი), უილიამსი (12+7 პასი), პაუელი (12), ნოვიცკი (11+9 მოხსნა), ფაჩულია (10+10 მოხსნა), ჰარისი (10), ბარეა (10), ვილანუევა (10).
პორტლენდი-ნიუ ორლეანი 112:94
43:18, 27:25, 17:24, 25:27
პ: მაკალუმი (37), ლილარდი (21+11 პასი), ლეონარდი (12+8 მოხსნა), დევისი (12+11 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (25+10 მოხსნა), ანდერსონი (21+9 მოხსნა), გორდონი (20), ჰოლიდეი (12).
საკრამენტო-კლიპერსი 104:111
17:25, 29:31, 28:29, 30:26
ს: კაზინსი (32+13 მოხსნა), გეი (16), კუფოსი (10+7 მოხსნა), კოლისონი (13+6 პასი), კასპი (5+10 მოხსნა).
კ: გრიფინი (33+8 მოხსნა), პოლი (18+11 პასი), რედიკი (15), პირსი (12+7 მოხსნა), კროუფორდი (11), ჯორდანი (8+12 მოხსნა+4 დაფარება).
ლეიკერსი-მინესოტა 111:112
31:22, 29:29, 35:37, 16:24
ლ: ბრაიანტი (24), უილიამსი (21), რენდლი (15+11 მოხსნა), იანგი (14), კლარკსონი (14), ჰიბერტი (12+10 მოხსნა).
მ: რუბიო (28+14 პასი), მარტინი (23), თაუნსი (14+12 მოხსნა), მუჰამადი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"