NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მეომრებთან" დრამონდიც უძლურია

AutoSharing Option
თავდაპირველად, ვერავინ იფიქრებდა, რომ "ატლანტასა" და "მინესოტას" მატჩი მორიგი სათამაშო დღის მთავარი თამაში გახდებოდა. რთული წარმოსადგენი იყო, რომ "მგლები" პირველ ტაიმში გაანადგურებდნენ მასპინძლებს. მათ მეორე მეოთხედში 42 ქულა დააგროვეს და დიდი შესვენებისთვის 30 ქულით გავიდნენ წინ - 72:42.

მაგრამ "ატლანტა" არ დანებდა. მესამე მეოთხედში მანაც 42 ქულა აიღო და "მინესოტას" უპირატესობისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. მაგრამ, ამ გარდამტეხ მომენტში "ვულვზმა" 9:0 გაქცევა შეძლო და მაინც მოიგო დრამატული შეხვედრა, რითაც შეწყვიტა "ჰოქსის" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ენდრიუ უიგინსი გახდა -
2014 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა 33 ქულა დააგროვა, რითაც შედეგიანობის პირადი რეკორდი გაიმეორა. გასული სეზონის საუკეთესო ახალბედამ კარიერაში პირველად ჩაატარა ზედიზედ ორი მატჩი, რომლებშიც 30 ქულაზე მეტს იღებდა.

* * *
ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს "გოლდენ სტეიტის" შეჩერებას. გუშინ, ეს ვერ შეძლო ანდრე დრამონდის "დეტროიტმა", მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ჰქონდა სტივენ კარის. "უორიორზის" ლიდერმა ამ სეზონში თავისი ყველაზე სუსტი თამაში აჩვენა - 18-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო და 22 ქულა დაგროვა.

"გოლდენ სტეიტმა" სეზონის სტარტზე ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო. ამ გუნდმა თავის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაიწყო რეგულარული ჩემპიონატი უკეთ - 1960-61 წლების სეზონში, როცა ჯერ არ იყო კალიფორნიაში გადაბარგებული.

სხვათა შორის, "მეომრებმა" ზედიზედ 23-ე საშინაო შეხვედრა მოიგეს, რითაც ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარეს. "უორიორზი" ბოლოს საკუთარ მოედანზე 27 იანვარს, "ჩიკაგოსთან" ოვერტაიმში დამარცხდა.

ანდრე დრამონდმა კი 14 ქულასა და 15 მოხსნას მოუყარა თავი, რის შემდეგაც 136 ქულა და 137 მოხსნა დაუგროვდა. სეზონის სტარტიდან შვიდი მატჩის შემდეგ, უკეთესი მაჩვენებელები მხოლოდ უილტ ჩემბერლენს ჰქონდა.

* * *
ჯერჯერობით, "მემფისი" საკუთარ თავს არ ჰგავს, თუმცა გუშინ, სერიოზული ბრძოლა გაუმართა ლოს ანჯელესში "კლიპერსს". არც ერთი გუნდი ოთხ ქულაზე მეტით წინ არ გასულა. გასაგები იყო, რომ ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვეოდა, იქ კი სტუმრები დააღალატა მარკ გასოლმა. ესპანელს შეეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ სულ ბოლოს ორი საჯარიმო ააცილა.

ციფრები
- ამა წლის 27 მარტიდან მოყოლებული, "ფილდელფიამ" ზედიზედ 17 მატჩი წააგო. საკლუბო ანტირეკორდი 26 მარცხია (2014), რაც მთლიანად NBA-ის ანტირეკორდიცაა.

- საშუალოდ 48.7 ქულას აგროვებენ "პორტლენდის" კალათბურთელები - დამიენ ლილარდი და სი ჯეი მაკალუმი. ამ სეზონში უკეთესი დუეტი მხოლოდ "ოკლაჰომა-სიტის" ჰყავს კევინ დურანტისა და რასელ უესტბრუკის სახით, რომელთა საშუალო შედეგიანობა 56.4 ქულას შეადგენს.

- კარიერაში მე-200 დუბლი შეასრულა "საკრამენტოს" ცენტრმა დემარკუს კაზინსმა. თუმცა "კინგზმა" რვა მატჩში მეშვიდედ წააგო და 1991 წლის შემდეგ ყველაზე უარესი სტარტი აქვს.

- "გოლდენ სტეიტის" შემტევ მცველს კლეი ტომპსონს კარიერაში 800 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა. ის გახდა კლუბის ისტორიაში მეორე მოთამაშე სტივენ კარის შემდეგ, ვინც ეს ზღვარი გადალახა. ამისთვის ტომპსონს ხუთი სეზონი, 314 მატჩი და რეალიზაციის 41.7 პროცენტი დასჭირდა.

ინდიანა-ორლანდო 97:84
25:25, 24:23, 23:23, 25:13
ი: ჯორჯი (27+7 პასი), ჯორჯ ჰილი (23+7 მოხსნა), ტერნერი (10).
ო: ფურნიე (21), ოლადიპო (15+7 მოხსნა), ფრაი (14+8 მოხსნა), პეიტონი (11+7 პასი), ჰარისი (8+10 მოხსნა).

ფილადელფია-ჩიკაგო 88:111
22:31, 21:21, 19:24, 26:35
ფ: ოკაფორი (21+15 მოხსნა), გრანტი (11), ჰოლმსი (11), პრესი (11).
ჩ: მიროტიჩი (20+10 მოხსნა), მაკდერმოტი (18), პ. გასოლი (16+9 მოხსნა+6 დაფარება), როუზი (12+7 პასი), ბრუქსი (10+8 მოხსნა), სნელი (10).

ატლანტა-მინესოტა 107:117
19:30, 23:42, 42:21, 23:24
ა: ტიგი (24+9 პასი), მილსეპი (22+6 პასი), ჰორფორდი (14), შრიოდერი (12), სეფოლოშა (10).
მ: უიგინსი (33), თაუნსი (17+12 მოხსნა), ლავინი (13+6 პასი), მარტინი (13), ბიელიცა (11), რუბიო (10+8 პასი).

დენვერი-პორტლენდი 108:104
29:33, 28:25, 22:22, 29:24
დ: ჰიქსონი (19+13 მოხსნა), მუდიაი (18), ფარიდი (17+8 მოხსნა), ფოიე (13), ბარტონი (11), იოკიჩი (10).
პ: ლილარდი (30+7 პასი), მაკალუმი (16), პლამლი (15+7 მოხსნა), ამინუ (12), ლეონარდი (11+9 მოხსნა), კრები (11).

საკრამენტო-სან ანტონიო 88:106
24:23, 19:26, 26:23, 19:34
საკ: კაზინსი (21+12 მოხსნა), ბელინელი (17), კასპი (16), გეი (10), რონდო (8+12 პასი).
ს-ა: ლეონარდი (24), ოლდრიჯი (16+9 მოხსნა), პარკერი (13), დანკანი (11+14 მოხსნა).

გ. სტეიტი-დეტროიტი 109:95
27:15, 28:31, 25:30, 29:19
გ-ს: ტომპსონი (24), კარი (22), იგუოდალა (13), ბარნსი (12), ბარბოზა (10), გრინი (6+10 მოხსნა+9 პასი).
დ: ჯონსონი (20+7 მოხსნა), ჯექსონი (20), კოლდუელ-პოუპი (15), მორისი (15), დრამონდი (14+15 მოხსნა).

კლიპერსი-მემფისი 94:92
25:26, 21:20, 24:20, 24:26
კ: გრიფინი (24+12 მოხსნა), რედიკი (16), პოლი (14), ჯორდანი (13+12 მოხსნა+4 დაფარება), კროუფორდი (13).
მ: რენდოლფი (26+9 მოხსნა), მ. გასოლი (18+7 მოხსნა), კონლი (16).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 7 6 1 85.7
2. ატლანტა 9 7 2 77.8
3. ტორონტო 7 5 2 71.4
4. დეტროიტი 7 5 2 71.4
5. ჩიკაგო 8 5 3 62.5
6. მილუოკი 7 4 3 57.1
7. მაიამი 7 4 3 57.1
8. ინდიანა 8 4 4 50.0
9. ვაშინგტონი 6 3 3 50.0
10. ნიუ იორკი 7 3 4 42.9
11. ბოსტონი 5 2 3 40.0
12. ორლანდო 8 3 5 37.5
13. შარლოტი 6 2 4 33.3
14. ბრუკლინი 7 0 7 00.0
15. ფილადელფია 7 0 7 00.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 8 8 0 100
2. სან ანტონიო 7 5 2 71.4
3. კლიპერსი 7 5 2 71.4
4. იუტა 6 4 2 66.7
5. მინესოტა 6 4 2 66.7
6. ჰიუსტონი 7 4 3 57.1
7. ოკლაჰომა 7 4 3 57.1
8. დალასი 6 3 3 50.0
9. პორტლენდი 8 4 4 50.0
10. ფინიქსი 7 3 4 42.9
11. დენვერი 7 3 4 42.9
12. მემფისი 8 3 5 37.5
13. ლეიკერსი 6 1 5 16.7
14. საკრამენტო 8 1 7 12.5
15. ნ. ორლეანი 6 0 6 00.0

ქულები
სტივენ კარი (გ-სტ) 32.4
კევინ დურანტი (ოკლ) 30.1
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 29.7
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 28.6
დამიენ ლილარდი (პორ) 27.5
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 26.3
ენტონი დევისი (ნ-ორ) 25.2
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 24.4
პოლ ჯორჯი (ინდ) 23.5

მოხსნები
ანდრე დრამონდი (დეტ) 19.6
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 13.3
რუდი გობერი (იუტ) 12.7
კევინ ლავი (კლივ) 12.6
ჰასან უაიტსაიდი (მაი) 10.9
ტაისონ ჩენდლერი (ფინ) 10.9
ზაზა ფაჩულია (დალ) 10.2
იონას ვალანჩუნასი (ტორ) 10.1

პასები
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 10.9
რიკი რუბიო (მინ) 9.0
ჯონ უოლი (ვაშ) 8.8
რაჟონ რონდო (საკ) 7.8
ტი-ჯეი მაკონელი (ფილ) 7.6
იშ სმიტი (ნ-ორ) 7.5
კრის პოლი (კლი) 7.5
დამიენ ლილარდი (პორ) 7.3
აიზია ტომასი (ბოს) 6.8
ჯეფ ტიგი (ატლ) 6.6

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "დეტროიტ პისტონზის" ცენტრი ანდრე დრამონდი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან ორი მატჩი მოაგებინა.

დრამონდმა საშუალოდ 22.0 ქულა და 24.3 მოხსნა (ლიგაში საუკეთესო) დააგროვა. მან სამივე მატჩში შეასრულა ორმაგი დუბლი, აქედან ორ შეხვედრაში მინიმუმ 25 ქულა და 25 მოხსნა მიითვალა, გარდა ამისა, 68.9 პროცენტის სიზუსტით ისროდა თამაშიდან.

დრამონდი 2011-12 წლების სეზონის შემდეგ პირველი მოთამაშეა, ვინც სეზონის სტარტზე ზედიზედ ორჯერ დაასახელეს კვირის საუკეთესო მოთამაშედ. წინა ჯერზე ეს ლებრონ ჯეიმსმა შეძლო.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ჰიუსტონ როკეტსის" მცველი ჯეიმს ჰარდენი. მის ანგარიშზე საშუალოდ 38.5 ქულა (ლიგაში საუკეთესო), 5.5 მოხსნა, 5.5 პასი და 1.5 ჩაჭრა მოდის. ჰარდენმა კვირა "ოკლაჰომას" წინააღმდეგ 37 ქულით დაიწყო, რის შემდეგაც, ზედიზედ ორ მატჩში გადალახა 40-ქულიანი ზღვარი.

დრამონდის კვირა
3 ნოემბერი. დეტროიტი-ინდიანა 82:94. 25 ქულა, 29 მოხსნა.
6 ნოემბერი. ფინიქსი-დეტროიტი 92:100. 12 ქულა, 17 მოხსნა, 2 ჩაჭრა.
8 ნოემბერი. პორტლენდი-დეტროიტი 103:120. 29 ქულა, 27 მოხსნა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა.

ჰარდენის კვირა

2 ნოემბერი. ჰიუსტონი-ოკლაჰომა 110:105. 37 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა.
4 ნოემბერი. ჰიუსტონი-ორლანდო 119:114 (ო). 28 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი.
6 ნოემბერი. საკრამენტო-ჰიუსტონი 110:116. 43 ქულა, 5 მოხსნა, 13 პასი.
7 ნოემბერი. კლიპერსი-ჰიუსტონი 105:109. 46 ქულა, 4 მოხსნა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: პოლ მილსეპი ("ატლანტა"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), რეჯი ჯექსონი ("დეტროიტი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), ევან ფურნიე ("ორლანდო"), ჯალილ ოკაფორი ("ფილადელფია") და დამიენ ლილარდი ("პორტლენდი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული