"ვისურვებდი რიოში თამაშს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ნაკრებში ყოფნა 2016 წლის ოლიმპიადაზე. შესანიშნავი იქნება - ისევ მივიღო იმ კალათბურთელების გვერდით თამაშის საშუალება, რომლებიც ადრე იყვნენ ჩემი პარტნიორები. ისევ მინდა შევიგრძნო ოლიმპიური ატმოსფერო.
ჩემი აზრით, გუნდისთვის სასარგებლო იქნება ლიდერის თვისებები და დაცვაში თამაშის უნარი, რომელიც მე გამაჩნია. ძველებურად, ძალიან კარგად ვიცავ თავს", - განაცხადა ბრაიანტმა, რომელსაც ოლიმპიადის ფინალიდან ორ დღეში 38 წელი შეუსრულდება.
ყოველდღიური