კობი ბრაიანტს რიოს ოლიმპიადაზე თამაში ძალიან უნდა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" შემტევმა მცველმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლის დიდი სურვილი აქვს.

"ვისურვებდი რიოში თამაშს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ნაკრებში ყოფნა 2016 წლის ოლიმპიადაზე. შესანიშნავი იქნება - ისევ მივიღო იმ კალათბურთელების გვერდით თამაშის საშუალება, რომლებიც ადრე იყვნენ ჩემი პარტნიორები. ისევ მინდა შევიგრძნო ოლიმპიური ატმოსფერო.

ჩემი აზრით, გუნდისთვის სასარგებლო იქნება ლიდერის თვისებები და დაცვაში თამაშის უნარი, რომელიც მე გამაჩნია. ძველებურად, ძალიან კარგად ვიცავ თავს", - განაცხადა ბრაიანტმა, რომელსაც ოლიმპიადის ფინალიდან ორ დღეში 38 წელი შეუსრულდება.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული