ბარაქ ობამას საკალათბურთო გეგმები

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ მომავალში უარს არ იტყოდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბის მფლობელობაზე.

"მინდა თუ არა ოდესღაც NBA-ის კლუბის მფლობელი გავხდე? რა თქმა უნდა. და არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინც და მაინც "ჩიკაგო" იყოს.

ძალიან კარგად ვიცნობ ჯერი რეინსდორფს ("ბულზის" მფლობელი) და უახლოეს მომავალში ის ასე უბრალოდ არ შეელევა კლუბს. მაგრამ ვაღიარებ, რომ ფანტაზიები მაქვს იმაზე, როგორ შევკრიბო კარგი შემადგენლობა. ეს შესანიშნავი იქნებოდა", - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც "ჩიკაგო ბულზის" გულშემატკივარია.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული