ბრაიანტი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა - ბოლო იქნება თუ არა ეს სეზონი მის კარიერაში. 37 წლის კალათბურთელმა ბოლო ორი სეზონის დიდი ნაწილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა.
მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მისი საშუალო სტატისტიკა 16.1 ქულას, 4.2 მოხსნასა და 3.7 შედეგიან გადაცემას უდრის. "ლეიკერსმა" 12 სასტარტო მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"