NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჩემპიონმა კანადაშიც არ წააგო

AutoSharing Option
სანამ "გოლდენ სტეიტი" თავის მეტოქეებს ანადგურებდა და მოგებათა სერია 20 მატჩამდე აიყვანა, ზოგიერთი პროგნოზირებდა, რომ ჩემპიონი სეზონში პირველ მატჩს 5 ნოემბერს, კანადაში წააგებდა. "ტორონტო" წელს ძალიან კარგად გამოიყურება და გუშინ, მართლაც ძალიან ახლოს იყო თამამი პროგნოზების გამართლებასთან.

"რეპტორზი" მთელი მატჩი ახლოს იყო მეტოქესთან თავისი გამთამაშებლის კაილი ლოურის (41 ქულა) წყალობით, მაგრამ, როგორც ყოველთვის, "მეომრებმა" საჭირო დროს აამოქმედებს მთავარი იარაღი - შორეული ტყორცნები და მასპინძლებს მატჩის მოგების იმედი გადაეწურათ. "გოლდენ სტეიტმა" ჩრდილოამერიკული ლიგების აბსოლუტური რეკორდი დაამყარა - სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ზედიზედ
21 მატჩი მოიგო.

* * *
სტივენ კარიზე (44 ქულა) და კაილი ლოურიზე უკეთესი შედეგიანობა აჩვენა პოლ ჯორჯმა. "იუტასთან" შეხვედრაში "ინდიანას" ფორვარდმა 48 ქულა დააგროვა, რითაც პირადი რეკორდი დაამყარა. მიუხედავად ამისა, "პეისერსმა" მოახერხა ამ მატჩის წაგება.

ბლეიკ გრიფინმა 28 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო მისმა "კლიპერსმა" "ორლანდოს" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. გამარჯვების სროლა არა გრიფინის, არამედ ჯამალ კროუფორდის ანგარიშზე იყო.

კავალი ლეონარდი 15 ქულით დაკმაყოფილდა "ბოსტონთან" მატჩში, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა ისევ ააცილა სროლების ნახევარზე მეტი, მაგრამ 31 ქულა მაინც დააგროვა "საკრამენტოსთან" მოგებულ შეხვედრაში.

"მინესოტას" დებიუტანმა კარლ-ენტონი თაუნსმა კვლავ აჩვენა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილის დონე - 27 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. თუმცა "მგლებს"ამან ვერ უშველა.

ციფრები
- სტივენ კარი პირველი მოთამაშეა ასოციაციის ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორ მატჩში დააგროვა მინიმუმ 40 ქულა და ჩააგდო არანაკლებ 8 სამქულიანი. "მეომრების" გამთამაშებელს სეზონში შვიდი "40-ქულიანი" მატჩი აქვს.

- "კლივლენდი" ზედიზედ 10 მატჩია ვერ ახერხებს მაიამიში გამარჯვებას. გუშინდელი წაგების გამართლება შეიძლება იმაში მოინახოს, რომ "კავალიერზის" დამრიგებელმა დევიდ ბლატმა ლებრონ ჯეიმსს დასვენების საშუალება მისცა.

- 19 შედეგიანი პასი შეასრულა "საკრამენტოს" გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ "ჰიუსტონთან" მატჩში. ეს უკვე მეექვსე შეხვედრაა სეზონში, როცა რონდომ 15-ზე მეტი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლიგის დანარჩენ მოთამაშეებს ჯამში მხოლოდ ოთხი ასეთი შეხვედრა დაუგროვდათ.

- შარშანდელი სეზონის გათვალისწინებით, "გოლდენ სტეიტს" ზედიზედ 25 მოგება აქვს. ეს არის ხანგრძლივობით მესამე სერია NBA-ის ისტორიაში. წინ არიან მხოლოდ "ლეიკერსი"-1971-72 (33 მოგება) და "მაიამი"-2012-13 (27).

- რეგულარულ ჩემპიონატებში მე-1000 შეხვედრა ჩაატარა პაუ გასოლმა. ის გახდა რიგით 116-ე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, ვინც ეს ზღვარი გადალახა.

- კარიერაში 26 ათასი ქულა დააგროვა კევინ გარნეტმა. 39 წლის ფორვარდი გახდა მე-15 მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც ამგვარ შედეგიანობას უწია.

ფილადელფია-დენვერი 105:108
25:29, 34:23, 26:25, 20:31
ფ: კოვინგტონი (18+10 მოხსნა), კენანი (15), ნოელი (14), სემპსონი (13), მაკონელი (10+8 მოხსნა+6 პასი), გრანტი (10), ჰოლმსი (10).
დ: გალინარი (24+7 მოხსნა), ბარტონი (16+9 მოხსნა), ფარიდი (12+9 მოხსნა), ფოიე (11), მუდიაი (10+6 პასი), ნელსონი (10).

ტორონტო-გ. სტეიტი 109:112
21:32, 28:27, 30:24, 30:29
ტ: ლოური (41+7 პასი), დეროზანი (16), ნოგეირა (14), სკოლა (10), პატერსონი (4+10 მოხსნა).
გ-ს: კარი (44+7 პასი), ტომპსონი (26), გრინი (16+9 მოხსნა+6 პასი), ეზელი (8+10 მოხსნა).

მაიამი-კლივლენდი 99:84
34:22, 26:20, 23:22, 16:20
მ: უეიდი (19), ჯონსონი (19), დრაგიჩი (17+8 პასი), ბოში (14), გრინი (12).
კ: ჯეფერსონი (16), სმიტი (12), დელავედოვა (11), კანინგენი (11).

ჩიკაგო-შარლოტი 96:102
22:26, 28:26, 25:20, 21:30
ჩ: ბატლერი (25+8 მოხსნა), როუზი (19+7 მოხსნა), პ. გასოლი (13+11 მოხსნა+4 დაფარება), მაკდერმოტი (13), ნოა (2+10 მოხსნა+6 პასი).
შ: ბატუმი (24+11 მოხსნა), უოკერი (17), ზელერი (17+8 მოხსნა), ჰოიესი (14+7 მოხსნა), ლემბი (10).

ჰიუსტონი-საკრამენტო 120:113
29:16, 23:34, 32:35, 36:28
ჰ: ჰარდენი (31+9 პასი), ჰოვარდი (22+18 მოხსნა), ჯონსი (16), ბევერლი (14), არიზა (12).
ს: მაკლემორი (19+9 მოხსნა), კოლისონი (18+6 პასი), კასპი (15), გეი (15), კაზინსი (14+9 მოხსნა), რონდო (13+19 პასი), კუფოსი (11+12 მოხსნა).

მინესოტა-პორტლენდი 103:109
32:22, 27:24, 23:34, 21:29
მ: თაუნსი (27+12 მოხსნა), უიგინსი (17), დიენგი (15), ლავინი (12), მარტინი (11), რუბიო (9+15 პასი).
პ: ლილარდი (19+7 პასი), მაკალუმი (17+6 პასი), ლეონარდი (14), დევისი (13+8 მოხსნა), კრები (11).

მილუოკი-ნიუ იორკი 106:91
29:24, 23:24, 29:21, 25:22
მ: კარტერ-უილიამსი (20), მონრო (18+14 მოხსნა), მაიო (17), პარკერი (17+7 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (17+6 პასი).
ნ-ი: ენტონი (18), ტომასი (17), აფლალო (13), პორზიგინსი (12+7 მოხსნა).

სან ანტონიო-ბოსტონი 108:105
29:27, 29:22, 28:22, 22:34
ს-ა: ოლდრიჯი (17+8 მოხსნა), დიაო (16), ჯინობილი (15+7 მოხსნა), ლეონარდი (15+8 მოხსნა), პარკერი (10+6 პასი), უესტი (10).
ბ: ტომასი (23+8 პასი), ბრედლი (18), ტერნერი (16), კრაუდერი (15), ჯონსონი (11+11 მოხსნა).

იუტა-ინდიანა 122:119
27:19, 30:33, 27:32, 26:26
ი: ფეივორსი (35+13 მოხსნა), ჰეივორდი (22), ბერკი (19+7 პასი), ნეტო (13), ბუკერი (10+14 მოხსნა).
ი: ჯორჯი (48+8 მოხსნა), სტაკი (23), მაილზი (12), ჯორჯ ჰილი (10), ჯორდან ჰილი (10+8 მოხსნა).

კლიპერსი-ორლანდო 103:101
22:24, 31:26, 21:29, 29:22
კ: კროუფორდი (32), გრიფინი (28+13 მოხსნა+7 პასი), ჯონსონი (21+7 მოხსნა), ჯორდანი (15+14 მოხსნა).
ო: ოლადიპო (24+7 მოხსნა), პეიტონი (21+8 პასი), ჰარისი (10+10 მოხსნა), ვუჩევიჩი (10+10 მოხსნა), გორდონი (10+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული