NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "დეტროიტ პისტონზის" მცველი რეჯი ჯექსონი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. ჯექსონმა საშუალოდ 27.0 ქულა, 3.0 მოხსნა, 8.8 პასი და 1.75 ჩაჭრა დააგროვა. დეტროიტელი თამაშიდან 56.9 პროცენტის სიზუსტით ისროდა და სამქულიანების 52.9 პროცენტი მოათავსა კალათში.

გამთამაშებელმა ოთხივე მატჩში გადალახა 20-ქულიანი ზღვარი და ორჯერ 30-ზე მეტი ქულა დააგროვა. საერთო ჯამში, კარიმ გასულ კვირას მოედანზე 138 წუთი გაატარა და 138 ქულა ჩააგდო.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მცველი
სტივენ კარი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. კარის ანგარიშზე საშუალოდ 34.5 ქულა (ლიგაში საუკეთესო), 4.0 მოხსნა და 4.8 შედეგიანი პასი მოდის. გასული სეზონის MVP-მ ოთხივე მატჩში გადალახა 25-ქულიანი ზღვარი და ორჯერ მინიმუმ 40 ქულა დააგროვა.

ჯექსონის კვირა
30 ნოემბერი. დეტროიტი-ჰიუსტონი 116:105. 31 ქულა, 5 მოხსნა, 8 პასი.
2 დეკემბერი. დეტროიტი-ფინიქსი 127:122 (ო). 34 ქულა, 16 პასი.
4 დეკემბერი. დეტროიტი-მილუოკი 102:95. 23 ქულა, 5 პასი.
6 დეკემბერი. დეტროიტი-ლეიკერსი 111:91. 20 ქულა, 6 პასი, 3 ჩაჭრა.

კარის კვირა
30 ნოემბერი. იუტა-გოლდენ სტეიტი 103:106. 26 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.
2 დეკემბერი. შარლოტი-გოლდენ სტეიტი 99:116. 40 ქულა.
5 დეკემბერი. ტორონტო-გოლდენ სტეიტი 109:112. 44 ქულა, 7 პასი.
6 დეკემბერი. ბრუკლინი-გოლდენ სტეიტი 98:114. 28 ქულა, 5 მოხსნა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ:
ელ ჰორფორდი ("ატლანტა"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), მარკ გასოლი ("მემფისი"), დუეინ უეიდი ("მაიამი") და ვიქტორ ოლადიპო ("ორლანდო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული