თავად კალათბურთელმა არაერთხელ მიმართა სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას იმის თაობაზე, რომ სეზონში დებიუტის საშუალება მისცენ და აშკარა გაღიზიანებაც გამოხატა რამდენიმე უარის გამო.
"კლივლენდში" ვერ ხედავენ აუცილებლობას - გარისკონ კალათბურთელის ჯანმრთელობით. ირვინგმა დეკემბერში ფეხი მოიტეხა და ახლა, "კავალიერზის" ხელმძღვანელობას არ სურს ნაჩქარევი ნაბიჯით ეჭვქვეშ დააყენოს საჩემპიონო ამბიციები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"