NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარი დაბრუნდა, საუკეთესო გრინი იყო

AutoSharing Option
სასიხარულო დღე ჰქონდათ გუშინ "გოლდენ სტეიტის" გულშემატკივრებს. არ გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ გუნდის ლიდერს სტივენ კარის, შესაძლოა, ვერ ეთამაშა "შარლოტის" წინააღმდეგ მუხლის ტრავმის გამო. ამ მიზეზით მან ორი მატჩი გამოტოვა და მესამეში მხოლოდ ხუთი წუთი გაატარა მოედანზე. კარი კლეი ტომპსონთან ერთად ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდის რიგებში, თუმცა საუკეთესო მოთამაშედ დრეიმონდ გრინი უნდა მივიჩნიოთ.

მან 13 ქულა, 15 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა და ზედიზედ მესამე, სეზონში მეშვიდე და კარიერაში მერვე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამ მაჩვენებლით ის მეოთხე
ადგილზე გადავიდა კლუბის ისტორიაში და გაუთანაბრდა ლეგენდარულ ცენტრს უილტ ჩემბერლენს.

"გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ 35-ე მატჩი მოიგო საკუთარ მოედანზე. ხანგრძლივობით ეს არის მეხუთე სერია ლიგის ისტორიაში.

კარლმა ფილს გაუსწრო
"ოკლაჰომაზე" გამარჯვება 1156-ე გახდა "საკრამენტო კინგზის" მთავარი მწვრთნელის ჯორჯ კარლის კარიერაში. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო "ჩიკაგო ბულზისა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილ დამრიგებელს ფილ ჯექსონს და მეხუთე ადგილზე გადავიდა.

კარიერის განმავლობაში კარლი წვრთნიდა "კლივლენდს", "გოლდენ სტეიტს", "სიეტლს", "მილუოკისა" და "დენვერს". 2012-13 წლების სეზონში, ის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

მოგებების რაოდენობით ლიდერია დონ ნელსონი - 1335 მოგება.


კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ბრუკლინ ნეტსის" ცენტრი ბრუკ ლოპესი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან ორი მატჩი მოაგებინა. ლოპესმა საშუალოდ 26.7 ქულა, 13.3 მოხსნა და 3.67 დაფარება დააგროვა. მან თამაშიდან ტყორცნების 60.9 პროცენტი გამოიყენა და სამივე მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ფორვარდი დრეიმონდ გრინი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. გრინის ანგარიშზე საშუალოდ 18.8 ქულა, 11.3 მოხსნა და 9.5 შედეგიანი პასი მოდის. მან ორ მატჩში შეასრულა სამმაგი დუბლი, სულ კი სეზონში ექვსი ტრიპლ-დაბლი დაუგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებლია ლიგაში.

ლოპესის კვირა
28 დეკემბერი. მაიამი-ბრუკლინი 105:111. 26 ქულა, 12 მოხსნა, 2 ჩაჭრა.
30 დეკემბერი. ორლანდო-ბრუკლინი 100:93. 24 ქულა, 15 მოხსნა, 5 დაფარება.
2 იანვარი. ბოსტონი-ბრუკლინი 97:100. 30 ქულა, 13 მოხსნა.

გრინის კვირა
28 დეკემბერი. გოლდენ სტეიტი-საკრამენტო 122:103. 25 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი
31 დეკემბერი. ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი 110:114. 10 ქულა, 11 მოხსნა, 16 პასი.
2 იანვარი. გოლდენ სტეიტი-დენვერი 111:108 (ო). 29 ქულა, 14 მოხსნა, 17 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), ჯეი ჯეი რედიკი ("კლიპერსი"), კრის მიდლტონი ("მილუოკი"), სი ჯეი მაკალუმი ("პორტლენდი"), ლამარკუს ოლდრიჯი ("სან ანტონიო") და დემარ დეროზანი ("ტორონტო").

კლივლენდი-ტორონტო 122:100
33:29, 25:27, 32:22, 32:22
კ: ირივნგი (25+8 პასი), სმიტი (24), ჯეიმსი (20+7 პასი), ლავი (14+9 მოხსნა), ტომპსონი (14+11 მოხსნა), დელავედოვა (11).
ტ: ლოური (23+10 პასი), დეროზანი (19), პატერსონი (15), ბიიომბო (10).

ფილადელფია-მინესოტა 109:99
29:25, 18:25, 33:29, 29:20
ფ: სმიტი (21+11 პასი), ჰოლმსი (17), ლენდრი (16), ოკაფორი (10), ნოელი (10+9 მოხსნა).
მ: მუჰამადი (20), უიგინსი (16), დიენგი (14+8 მოხსნა), რუბიო (7+10 პასი).

ბრუკლინი-ბოსტონი 94:103
22:37, 20:19, 26:23, 26:24
ბრუკ: იანგი (23+15 მოხსნა), ჯონსონი (21), ლოპესი (19), ბოგდანოვიჩი (12+12 მოხსნა).
ბოს: კრაუდერი (25), ტომასი (19+7 პასი), ტერნერი (12+11 მოხსნა), ჯონსონი (12), სალინჯერი (12+10 მოხსნა).

დეტროიტი-ორლანდო 115:89
31:23, 26:24, 31:27, 27:15
დ: კოლდუელ-პოუპი (21), დრამონდი (17+12 მოხსნა), ჯენინგსი (17+6 პასი), ჯექსონი (14+7 პასი), მორისი (13), ილიასოვა (10), ტოლივერი (10), ბეინსი (7+10 მოხსნა).
ო: ოლადიპო (18+7 მოხსნა), ვუჩევიჩი (16), ნიკოლსონი (14+7 მოხსნა), ჰარისი (11), სმიტი (12), ნაპიერი (10).

მაიამი-ინდიანა 103:100 (ო)
19:29, 25:18, 22:27, 29:21, 8:5
მ: ბოში (31+11 მოხსნა), უეიდი (27+8 მოხსნა), დრაგიჩი (13).
ი: ჯორჯი (32+7 მოხსნა), ელისი (17+9 პასი), მაინმი (13+9 მოხსნა), სტაკი (12), ჯორდან ჰილი ხმოო (10+12 მოხსნა).

მილუოკი-სან ანტონიო 98:123
30:29, 19:31, 26:30, 23:33
მ: მიდლტონი (19), კარტერ-უილიამსი (16+6 პასი), მონრო (15+8 მოხსნა), პარკერი (14+8 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (11).
ს-ა: ლეონარდი (24), სიმონსი (18), ოლდრიჯი (16+11 მოხსნა), დანკანი (14+10 მოხსნა), დიაო (14), მილსი (10), უესტი (10).

ოკლაჰომა-საკრამენტო 104:116
33:31, 33:37, 16:22, 22:26
ო: იბაკა (25+7 მოხსნა+5 დაფარება), მოროუ (20), უესტბრუკი (17+8 მოხსნა+15 პასი), ადამსი (15+10 მოხსნა), პეინი (11).
ს: კაზინსი (33+19 მოხსნა), ბელინელი (21), გეი (16), კოლისონი (14), რონდო (13+9 მოხსნა+19 პასი+5 ჩაჭრა).

იუტა-ჰიუსტონი 91:93
21:28, 37:20, 19:21, 14:24
ი: ჰუდი (23+7 პასი), ჰეივორდი (20+7 მოხსნა), ლაილსი (13), ბერკი (10), უიტი (8+11 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (30+7 პასი), ჰოვარდი (16+13 მოხსნა), არიზა (13), ბევერლი (10).

პორტლენდი-მემფისი 78:91
15:17, 19:21, 18:32, 26:21
პ: ლილარდი (17+7 პასი), მაკალუმი (16), ამინუ (15+14 მოხსნა).
მ: რენდოლფი (26+18 მოხსნა), ლი (16), ჩელმერსი (10+6 პასი).

გ. სტეიტი-შარლოტი 111:101
32:24, 30:30, 33:23, 16:24
გ-ს: კარი (30), ტომპსონი (30), სპეიტსი (15), გრინი (13+15 მოხსნა+10 პასი), რაში (10).
შ: ლემბი (22), უოკერი (22+7 მოხსნა), ლინი (13), ზელერი (8+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიგეთ ჟურნალისტებო რომ სახელი stephen curry ქართულად სტეფან,,სტეფ" კარი უნდა დაიწეროს და არა სტივენ კარი
გივი
03:38 06-01-2016
0

სიახლეები პოპულარული