"ვფიქრობ, შენი ქვეყნის ღირსების დაცვა - შესანიშნავი გრძნობაა. მაგრამ, რადგან გამოვაცხადე, რომ კარიერას ვასრულებ, ამ შემთხვევაში ჩემი ბოლო მატჩი, მართლაც ბოლო იქნება.
არ ვაპირებ ჯერ წავიდე სცენიდან და შემდეგ გამოვაცხადო: "მოითმინეთ, ერთი წუთით დავბრუნდები". ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იქნება ბოლო მატჩის "ლეიკერსის" მაისურით ჩატარება, რის შემდეგაც, გვერდიდან დავაკვირდები, როგორ ითამაშებს ნაკრები და ვუგულშემატკივრებ მას.
ჩემი აზრით, რიოს თამაშები ძალიან
სხვათა შორის, კობიმ გუშინ ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა და "ლეიკერსის" ყველა დროის საუკეთესო ასისტენტთა სიაში ჯერი უესტს გადაუსწრო. 6244 შედეგიანი პასით ბრაიანტი მეორეა კლუბის ისტორიაში, პირველზე კი ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონი გახლავთ.
* * *
კარგი უქმეები ჰქონდა რასელ უესტბრუკს, რომელმაც ზედიზედ ორი ორმაგი დუბლი შეასრულა. ჯერ "დენვერთან" 27 წუთში 12 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა. გუშინ კი კარიერაში 24-ე სამმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა, 10 მოხსნა და 15 პასი. გარდა ამისა, კარიერაში 4 ათასი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა და ყველა დროის 100 საუკეთესო ასისტენტს შორის მოსახვედრად მხოლოდ 76 პასი სჭირდება.
* * *
გასულ უქმეებზე "დეტროიტ პისტონზმა" სამუდმოდ მფლობელობაში გადასცა მესამე ნომერი ბენ უოლასს. ამ კალათბურთელის მაისურა "პისტონზისა" და "გოლდენ სტეიტის" მატჩის შესვენებაზე The Palace of Auburn Hills-ის თაღზე დაკიდეს.
უოლასის კარიერული მონაგარი შთამბეჭდავი არ არის: 5.7 ქულა, 9.6 მოხსნა, 2.0 დაფარება, 1.3 პასი და 1.3 ჩაჭრა. სამაგიეროდ, "დიდი ბენი" ოთხჯერ გახდა სეზონის საუკეთესო დამცველი, ხუთჯერ შეიყვანეს საუკეთესო დამცველთა პირველ სიმბოლურ ნაკრებში, 2002 წელს სეზონის ლიდერი იყო დაფარებების რაოდენობით და ამ კატეგორიაში "დეტროიტის" ყველა დროის ლიდერიც გახლავთ.
უოლასის მაისურის გარდა, "პისტონზის" საშინაო არენის თაღზე ჩამოკიდებულია აიზია ტომასის, ჯო დუმარსის, ვინი ჯონსონის, ბილ ლემბირის, ბობ ლანირისა და დენის როდმანის სათამაშო ფორმები.
* * *
საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის. გაირკვა, რომ "კლივლენდის" სათადარიგო გამთამაშებელი მეტიუ დელავედოვა ლიგის ყველაზე უხეში მოთამაშეა.
შემდეგ მოდიან: სტივენ ადამსი ("ოკლაჰომა"), ენდრიუ ბოგუტი ("გოლდენ სტეიტი"), მეტ ბარნსი ("მემფისი"), სერჟ იბაკა ("ოკლაჰომა")...
ნოამ სეზონი დაასრულა
"დალას მავერიქსთან" მატჩში შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ "ჩიკაგო ბულზის" ფრანგი ცენტრისთვის ჟოაკიმ ნოასთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია. 30 წლის კალათბურთელს ჯავალ მაკგისთან შეჯახების შემდეგ მარჯვენა მხარის ტრავმა გაუმიზეზდა და ახლა, ოპერაცია ესაჭიროება.
აღდგენითი პროცესი ექვს თვეს დაიკავებს, რის შემდეგაც, ნოა უკვე 2016-17 წლების სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.
მინესოტა-ფინიქსი 117:87
24:23, 34:25, 25:21, 34:18
მ: რუბიო (18), უიგინსი (18), დიენგი (15), თაუნსი (14+8 მოხსნა), ლავინი (11), მარტინი (11), მუჰამადი (11+8 მოხსნა).
ფ: ნაითი (20), მორისი (17), ბუკერი (11).
ოკლაჰომა-მაიამი 99:74
24:18, 20:24, 31:16, 24:16
ო: დურანტი (24+10 მოხსნა), იბაკა (19+7 მოხსნა), უეიტერსი (18), უესტბრუკი (13+10 მოხსნა+15 პასი).
მ: უეიდი (22), ჯონსონი (16), უაიტსაიდი (14+11 მოხსნა+4 დაფარება), ბოში (12).
სან ანტონიო-დალასი 112:83
14:16, 32:20, 32:20, 34:27
ს-ა: ოლდრიჯი (23+7 მოხსნა), დიაო (16), ლეონარდი (15), სიმონსი (14).
დ: პაუელი (15), მეტიუზი (12), ფაჩულია (5+7 მოხსნა), მაკგი (5+10 მოხსნა).
დენვერი-ინდიანა 129:126
30:30, 24:36, 30:25, 45:35
დ: გალინარი (23), ბარტონი (21), ჰარისი (20), იოკიჩი (18), ფარიდი (13+9 მოხსნა), ფოიე (12+6 პასი), მუდიაი (10+6 პასი).
ი: ტერნერი (25+7 მოხსნა), ელისი (24), ჯორჯი (19), იანგი (15+7 პასი), მაილზი (12).
ლეიკერსი-ჰიუსტონი 95:112
36:32, 21:28, 18:34, 20:18
ლ: უილიამსი (20), კლარკსონი (16), რენდლი (12+11 მოხსნა), რასელი (12), ე. ბრაუნი (10).
ჰ: ჰარდენი (31), ჰოვარდი (14+15 მოხსნა), კაპელა (14+11 მოხსნა), არიზა (13), ლოუსონი (12), ტორნტონი (10), ჰარელი (10+8 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"