კლივლენდში ადგილობრივი "კავალიერზი" "სან ანტონიოს" მასპინძლობდა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. საქმე ისაა, რომ ლებრონ ჯეიმსის გუნდს, ხუთიდან ხუთი წაგება ჰქონდა უშუალო კონკურენტებთან - "სან ანტონიოსთან", "გოლდენ სტეიტთან" და "ჩიკაგოსთან" მატჩებში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მის ამბიციებს.
მაგრამ, ამჯერად, "კლივლენდს" ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მასპინძლებს მხოლოდ მესამე მეოთხედის სტარტზე გაუჭირდათ, როცა "სპურსმა" ზედიზედ
"სან ანტონიო" კვლავაც ტიმ დანკანის გარეშე თამაშობდა და ბოლო დღეებში, მეორე მტკივნეული მარცხი იწვნია - ჯერ "გოლდენ სტეიტისგან" გაუშვა 120 ქულა, ახლა კი 117 ქულა მიიღო "კავალიერზისგან". არადა, ეს გუნდი საშუალოდ ყველაზე ნაკლებს უშვებს მიმდინარე რეგულარულში.
* * *
"ამ სამყაროს ღმერთები რომ მართავდნენ, მაშინ ჩვენ "ფილადელფიასთან" უნდა წაგვეგო", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სტივენ კარიმ "ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ.
ჩემპიონი და ლიდერი 24 ქულით იყო დაწინაურებული სტუმრად ლიგის მთავარ აუთსაიდერთან მატჩში. მაგრამ, "ფილადელფიამ" თანდათან შეამცირა სხვაობა, ხოლო მეოთხე მეოთხედის ბოლოს 15:2 გაქცევით, საფინალო სირენამდე 22.3 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა - 105:105.
მაგრამ "უორიორზმა" ბოლო შეტევა შესანიშნავად გაითამაშა და მეტოქისთვის მოულოდნელად, სასროლად ჰარისონ ბარნსი გაიყვანა, რომელმაც 0.2 წამით ადრე ზუსტი სამქულიანით 43-ე გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს. 47 მატჩში 43 მოგება - ეს არის ლიგის რეკორდის გამეორება, რომელიც 1966-67 წლის "ფილადელფიას" ეკუთვნოდა.
"გოლდენ სტეიტისთვის" ეს არის ზედიზედ მეექვსე მოგება. ამ გუნდს კიდევ ორი მატჩი ელოდება აღმოსავლეთში - ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, რის შემდეგაც, შინ "ოკლაჰომა-სიტის" მიიღებს.
* * *
აგრძელებს შესანიშნავ სვლას "ტორონტო", რომელმაც ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო და ამით საკლუბო რეკორდი დაამყარა. კანადელებს დაახლოებით იგივე დაემართათ, რაც "გოლდენ სტეიტს", როცა ძლივს შეინარჩუნეს თითქმის განაღდებული მოგება. "რეპტორზი" სირენამდე 6.19 წუთით ადრე, 20 ქულას იგებდა, საბოლოოდ კი მხოლოდ ოთხქულიანი უპირატესობით დაასრულა შეხვედრა.
ფილადელფია-გ. სტეიტი 105:108
28:34, 26:39, 18:18, 33:17
ფ: კენანი (18), სმიტი (16+9 პასი), ოკაფორი (13), კოვინგტონი (12+13 მოხსნა), ტომპსონი (11), სტუასკასი (10), გრანტი (10).
გ-ს: ტომპსონი (32), კარი (23+6 პასი), ბარნსი (11), გრინი (10+13 მოხსნა+9 პასი), ბოგუტი (8+16 მოხსნა).
ტორონტო-დეტროიტი 111:107
26:17, 29:30, 26:25, 30:35
ტ: დეროზანი (29), ლოური (18+8 მოხსნა), ჯოზეფი (16), ბიიომბო (12+13 მოხსნა), ჯონსონი (11+7 მოხსნა), სკოლა (10).
დ: ჯენინგსი (22), კოლდუელ-პოუპი (15), ჯექსონი (13), მორისი (13), დრამონდი (11+12 მოხსნა), ჯონსონი (12), ბეინსი (11+7 მოხსნა).
ინდიანა-დენვერი 109:105 (ო)
35:27, 24:24, 21:32, 19:16, 10:6
ი: ელისი (32+9 მოხსნა+6 პასი), ჯორდან ჰილი (20+7 მოხსნა+6 დაფარება), ჯორჯი (19+7 პასი).
დ: გალინარი (23), ჰარისი (18), ფარიდი (16+12 მოხსნა), იოკიჩი (16+11 მოხსნა+5 ჩაჭრა), მუდიაი (11+8 პასი).
ნიუ ორლეანი-ბრუკლინი 105:103
16:22, 28:29, 27:15, 34:37
ნ-ო: ჰოლიდეი (26+7 პასი), ანდერსონი (24), დევისი (20+16 მოხსნა), კოული (12), აშიქი (6+11 მოხსნა).
ბ: ლოპესი (33+10 მოხსნა+4 დაფარება), ელინგტონი (18), იანგი (16+8 მოხსნა), ლარკინი (13+6 პასი), ჯონსონი (10+7 მოხსნა).
ჰიუსტონი-ვაშინგტონი 122:123
32:28, 30:31, 26:31, 34:33
ჰ: ჰარდენი (40+7 მოხსნა+11 პასი), ჰოვარდი (20+7 მოხსნა), არიზა (17+7 მოხსნა), ბევერლი (15).
ვ: უოლი (19+8 მოხსნა+13 პასი), სეშენსი (17), დადლი (16), გორტატი (13+11 მოხსნა), ნილი (12), ტემპლი (11), ბილი (11), ნენე (10).
მემფისი-საკრამენტო 121:117
36:22, 29:29, 27:26, 29:40
მ: გრინი (29), მ. გასოლი (22+5 დაფარება), ლი (18), კარტერი (13), ალენი (12), რენდოლფი (10).
ს: გეი (21+7 მოხსნა), კოლისონი (20), კასპი (17+7 მოხსნა), კაზინსი (17+14 მოხსნა), რონდო (15+8 პასი), მაკლემორი (11).
კლივლენდი-სან ანტონიო 117:103
37:30, 29:19, 26:27, 25:27
კ: ჯეიმსი (29+7 პასი), ირვინგი (21+6 პასი), ლავი (21+11 მოხსნა), დელავედოვა (15), სმიტი (10), ტომპსონი (10+7 მოხსნა).
ს-ა: ლეონარდი (24), ოლდრიჯი (15), პარკერი (13+6 პასი), ანდერსონი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"