NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დიადი კობი - 38 ქულა 37 წლის ასაკში

AutoSharing Option
გუშინდელ სათამაშო დღეს, არც ერთ მატჩს არ ჰქონია ხმაურიანი აფიშა, მაგრამ ერთი თამაშის შედეგმა და ერთი კალათბურთის გამოსვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "ლეიკერსმა" შინ დაამარცხა "მინესოტა" და გადაურჩა ზედიზედ წაგებების რაოდენობით ახალი საკლუბო ანტირეკორდის დამყარებას. კალიფორნიელების სერია 10 მარცხს უდრიდა.

ამაში ყველაზე დიდი წვლილი კობი ბრაიანტს მიუძღვის, რომელმაც ამ სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. საქმე მხოლოდ 38 ქულაში არ არის. როცა "მინესოტა" ერთი სროლის მანძილზე უახლოვდებოდა მეტოქეს, კობი სამქულიანით ან რაიმე სხვა ხერხით წყალში ყრიდა "მგლების" მონდომებას.

პირველი ტაიმის მსვლელობისას, "ლეიკერსის"
უპირატესობა 16 ქულას აღწევდა. შესვენების შემდეგ, სტუმრებმა შეძლეს მეტოქის დაწევა და წინ გასვლაც, მაგრამ ბოლოს, სწორედ კობის მონდომებით, კალიფორნიელებმა მაინც თავისი გაიტანეს.

ბრაიანტმა სულ შვიდი სამქულიანი მოათავსა კალათში (11 ცდიდან), რაც 2008 წლის შემდეგ არ გაუკეთებია. გარდა ამისა, 37 წლის შემტევი მცველი გახდა ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი NBA-ში 2003 წლის შემდეგ, ვინც ერთ მატჩში მინიმუმ 35 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა. 13 წლის წინათ, 39 წლის კარლ მელოუნს ჰქონდა ანალოგიური სტატისტიკა. ის მაშინ ასევე "ლეიკერსის" რიგებში თამაშობდა.

* * *
გუშინ, ერთი ინფორმაცია გავრცელდა "ლეიკერსის" მთავარ მწვრთნელზე ბაირონ სკოტზე. მას ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს კალიფორნიულ გუნდთან, მაგრამ ამ სეზონში ნაჩვენები შედეგები კლუბის ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებს.

გაზეთ "ლოს ანჯელეს თაიმსის" ინფორმაციით, სკოტს აქვს კიდევ ორი თვე რათა, დაარწმუნოს "ლეიკერსის" მენეჯმენტი იმაში, რომ სწორედ ის არის შესაფერისი მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა გუნდისთვის, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე გამოდის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ლეიკერსი" აშკარა პროგრესს აჩვენებს რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს, სპეციალისტმა, შესაძლოა, შეინარჩუნოს მთავარი მწვრთნელის პოსტი.

ნიუ იორკი-ბოსტონი 89:97
22:21, 25:24, 18:25, 24:27
ნ-ი: აფლალო (18), ლოპესი (17+13 მოხსნა), ენტონი (16+14 არლქრპრვ), ვუიაჩიჩი (13), პორზინგისი (10).
ბ: ტომასი (20+8 პასი), კრაუდერი (16), ზელერი (16+10 არლქრპრვ), ტერნერი (14+10 არლქრპრვ).

ჰიუსტონი-მაიამი 115:102
31:31, 29:24, 27:25, 28:22
ჰ: ჰარდენი (26+14 პასი), სმიტი (19), ტორნტონი (18), ბევერლი (14), ჯონსი (11+7 მოხსნა), ბრიუერი (10).
მ: დენგი (17+8 მოხსნა), უეიდი (16), დრაგიჩი (14+6 პასი), სტაუდმაიერი (14+10 მოხსნა), ბოში (13+7 მოხსნა), გრინი (13), უინსლოუ (11+8 მოხსნა).

ფინიქსი-ტორონტო 97:104
32:28, 13:24, 26:26, 26:26
ფ: მორისი (30+11 მოხსნა+6 პასი), ბუკერი (27), გუდვინი (18+12 პასი), ტაკერი (10).
ტ: ლოური (26), დეროზანი (22), როსი (16), ვალანჩუნასი (14), ჯოზეფი (10), ბიიომბო (7+12 მოხსნა).

პორტლენდი-მილუოკი 107:95
27:19, 29:30, 23:24, 28:22
პ: მაკალუმი (30+6 პასი), ამინუ (16), ლილარდი (14+12 პასი), ჰენდერსონი (14+9 მოხსნა), კრები (11).
მ: მიდლტონი (21+8 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (19+8 მოხსნა), მონრო (17+8 მოხსნა), ბეილესი (16).

ლეიკერსი-მინესოტა 119:115
27:26, 39:26, 26:29, 27:34
ლ: ბრაიანტი (38), უილიამსი (20), რასელი (18), კოვინგტონი (16), რენდლი (15+12 მოხსნა).
მ: უიგინსი (30), დიენგი (19), ამინუ (14+9 მოხსნა), ლავინი (14+7 პასი), მუჰამადი (12), რუბიო (10+15 პასი).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 47 35 12 74.5
2. ტორონტო 49 33 16 67.3
3. ატლანტა 50 28 22 56.0
4. ბოსტონი 50 28 22 56.0
5. ჩიკაგო 47 26 21 55.3
6. მაიამი 49 27 22 55.1
7. დეტროიტი 49 26 23 53.1
8. ინდიანა 48 25 23 52.1
9. შარლოტი 48 23 25 47.9
10. ვაშინგტონი 46 21 25 45.7
11. ნიუ იორკი 51 23 28 45.1
12. ორლანდო 47 21 26 44.7
13. მილუოკი 51 20 31 39.2
14. ბრუკლინი 49 12 37 24.5
15. ფილადელფია 48 7 41 14.6

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 48 44 4 91.7
2. სან ანტონიო 48 40 8 83.3
3. ოკლაჰომა 50 37 13 74.0
4. კლიპერსი 48 32 16 66.7
5. მემფისი 49 29 20 59.2
6. დალასი 51 28 23 54.9
7. ჰიუსტონი 51 26 25 51.0
8. პორტლენდი 50 24 26 48.0
9. იუტა 47 22 25 46.8
10. საკრამენტო 48 21 27 43.8
11. დენვერი 49 19 30 38.8
12. ნ. ორლეანი 47 18 29 38.3
13. ფინიქსი 50 14 36 28.0
14. მინესოტა 50 14 36 28.0
15. ლეიკერსი 51 10 41 19.6

ქულები
სტივენ კარი (გ-სტ) 29.4
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 27.9
კევინ დურანტი (ოკლ) 27.2
დემარკუს კაზინსი (საკ) 27.0
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 24.9
დემიენ ლილარდი (პორ) 24.0
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 24.0
დემარ დეროზანი (ტორ) 23.2
პოლ ჯორჯი (ინდ) 23.2
ენტონი დევისი (ნ-ორ) 22.9

მოხსნები
ანდრე დრამონდი (დეტ) 15.1
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 13.8
ზაზა ფაჩულია (დალ) 10.9
პაუ გასოლი (ჩიკ) 10.9
კევინ ლავი (კლივ) 10.6
ენტონი დევისი (ნ-ორლ) 10.3
კარლ-ენტონი თაუნსი (მინ) 9.9
მარცინ გორტატი (ვაშ) 9.8
ჯულიუს რენდლი (ლეი) 9.7
გრეგ მონრო (მილ) 9.7

პასები
რაჟონ რონდო (საკ) 11.7
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 9.9
ჯონ უოლი (ვაშ) 9.8
კრის პოლი (კლი) 9.5
რიკი რუბიო (მინ) 8.8
დრეიმონდ გრინი (გ-სტ) 7.3
დემიენ ლილარდი (პორ) 7.2
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 7.1
იშ სმიტი (ნ-ორ) 6.6
აიზია ტომასი (ბოს) 6.8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული