NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ბოსტონ სელტიქსის" მცველი აიზია ტომასი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. მან საშუალოდ 20.3 ქულა, 4.5 მოხსნა და 7.0 შედეგიანი პასი დააგროვა.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა.

ოლდრიჯის ანგარიშზე საშუალოდ 26.0 ქულა, 7.3 მოხსნა და 2.5 დაფარება მოდის. ოლდრიჯი თამაშიდან 59.7 პროცენტის სიზუსტით ისროდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული