ლებრონ ჯეიმსმა 28 ქულა დააგროვა და კარიერული მონაგარი 26 378 ქულამდე აიყვანა. ჯეიმსმა ტიმ დანკანს გაუსწრო და ყველა დროის საუკეთესო სნაიპერთა სიაში მე-14 ადგილზე გადავიდა. ლებრონის უახლოესი სამიზნე ჯონ ჰავლიჩეკია 26 395 ქულით, ხოლო მოქმედ კალათბურთელებს შორის, მას მხოლოდ დირკ ნოვიცკი (29 106) და კობი ბრაიანტი (33
გარდა ამისა, ლებრონ ჯეიმსი გახდა მესამე კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, ვინც ზედიზედ 700 მატჩში დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. ეს სერია 2007 წლის 5 იანვრიდან იღებს სათავეს. ლებრონამდე ასეთი სერია ჰქონდათ: მაიკლ ჯორდანსა (866 მატჩი) და ქარიმ აბდულ-ჯაბარს (787).
* * *
"ჰიუსტონის" დამარცხებით, "ჩიკაგომ" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებების სერია და დაბრუნდა აღმოსავლეთი კონფერენციის TOP8-ში. გარდა ამისა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "ბულზის" რიგებში დაბრუნდნენ ჯიმი ბატლერი და ნიკოლა მიროტიჩი. მათი დახმარებით, სტუმრები თითქმის მთელი მატჩი აკონტროლებდნენ სიტუაციას და სხვაობა 20 ქულასაც აღწევდა. საუკეთესო კი "ხარების" რიგებში პაუ გასოლი იყო. მან 28 ქულა დააგროვა და 52-ე მოთამაშე გახდა ისტორიაში, ვინც კარიერაში 19 000 ქულის ზღვარს გადააბიჯა.
"სან ანტონიომ" კლასის ხარჯზე დაამარცხა "საკრამენტო". გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელიც "სპურსმა" 16 ქულით მოიგო. გრეგ პოპოვიჩის გუნდს, ამ სეზონში 30-დან 30 მოგება აქვს საკუთარ მოედანზე. აღვნიშნავთ მანუ ჯინობილის ტრიუმფალურ დაბრუნებას - არგენტინელმა ტრავმის შემდეგ პირველ მატჩში 22 ქულა დააგროვა.
"ინდიანამ" მორიგი მძიმე გამარჯვება მოიპოვა. პირველ მეოთხედში "ვაშინგტონმა" 13 ქულით შეძლო წინ გასვლა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ყველაფერი მეოთხე მეოთხედის ბოლოს გადაწყდა. პოლ ჯორჯმა საფინალო სირენამდე სამი წამით ადრე ორი საჯარიმო გამოიყენა და "ინდიანა" წინ გაიყვანა, საპასუხო შეტევაში კი ჯონ უოლი არაზუსტი იყო.
"კლიპერსი" დიდი ხანი წინ იყო "ატლანტასთან" საშინაო მატჩში, მაგრამ ბოლო მეოთხედში მეტოქეს დაწევის საშუალება მისცა და წააგო. კალიფორნიელები თავიანთი ლიდერის ბლეიკ გრიფინის დაბრუნებას ელოდებიან. სავარაუდოდ, ეს ამ კვირას უნდა მოხდეს.
მოსავლიანი თებერვალი
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ თებერვლის შედეგების შეჯამება გააგრძელა და გაარკვია, რომ გასული თვე ყველაზე შედეგიანი იყო ლიგაში ბოლო 23 წლის განმავლობაში.თებერვალში, საშუალოდ ერთი მატჩის საშუალო შედეგიანობა 201.7 ქულას შეადგენდა. შედარებისთვის, 1993 წელს, ერთ-ერთ თვეში გუნდები შეხვედრაში საშუალოდ 211.7 ქულას აგდებდნენ.
კლივლენდი-ბოსტონი 120:103
22:35, 33:19, 36:29, 29:20
კ: ჯეიმსი (28+11 მოხსნა+8 პასი), ირვინგი (20), სმიტი (14), შამპერტი (12+16 მოხსნა), ტომპსონი (12), ლავი (10), მოზგოვი (10), დელავედოვა (10).
ბ: ტომასი (27), სალინჯერი (17+13 მოხსნა), ბრედლი (12), კრაუდერი (12), ტერნერი (11).
ნიუ იორკი-დეტროიტი 102:89
22:21, 35:21, 22:28, 23:19
ნ-ი: ენტონი (24+10 მოხსნა+6 პასი), ლოპესი (21+9 მოხსნა), აფლალო (20+7 მოხსნა), უილიამსი (10), ო’ქუინი (10).
დ: დრამონდი (21+16 მოხსნა), ჰარისი (18+8 მოხსნა), ბლეიკი (13).
ვაშინგტონი-ინდიანა 99:100
37:31, 27:25, 16:22, 19:22
ვ: უოლი (25+12 პასი), მორისი (14+8 მოხსნა), ბილი (12), ტემპლი (11), გორტატი (8+17 მოხსნა+4 დაფარება), ნენე (10).
ი: ჯორჯი (38), ელისი (17), ჯორჯ ჰილი (12), ჯორდან ჰილი (10+9 მოხსნა).
ნიუ ორლეანი-იუტა 94:106
20:29, 25:22, 25:33, 24:22
ნ-ო: დევისი (29+11 მოხსნა), ჰოლიდეი (22+7 პასი).
ი: ფეივორსი (28+11 მოხსნა+6 დაფარება), ჰეივორდი (24), ბუკერი (11+8 მოხსნა), მაკი (11), ჰუდი (11), გობერი (5+18 მოხსნა).
მინესოტა-ბრუკლინი 132:118
37:30, 31:21, 29:28, 35:39
მ: თაუნსი (28+7 პასი), უიგინსი (26+6 პასი), ლავინი (21), რუბიო (16+7 მოხსნა+10 პასი), მუჰამადი (15).
ბ: ბრაუნი (23), კილპატრიკი (19), ლარკინი (18), რობინსონი (18+17 მოხსნა), რიდი (14+8 მოხსნა+4 დაფარება).
ჩიკაგო-ჰიუსტონი 108:100
29:23, 26:20, 28:32, 25:25
ჩ: პ. გასოლი (28+17 მოხსნა+6 პასი), ბატლერი (24+11 მოხსნა+6 პასი), როუზი (17+9 პასი), დანლივი (12).
ჰ: ჰარდენი (36+8 პასი), ბრიუერი (12+6 ჩაჭრა), არიზა (11), ბევერლი (10), ჰოვარდი (8+12 მოხსნა).
სან ანტონიო-საკრამენტო 104:94
29:22, 28:32, 29:13, 18:27
ს-ა: ლეონარდი (25+13 მოხსნა+6 პასი), ჯინობილი (22), უესტი (12), დიაო (11+6 პასი).
ს: კაზინსი (31+9 მოხსნა), ეისი (16+7 მოხსნა), კოლისონი (12+7 პასი).
კლიპერსი-ატლანტა 97:107
37:25, 18:25, 24:30, 18:27
კ: პოლი (17+11 პასი), ჯორდანი (17+11 მოხსნა+5 დაფარება), გრინი (14), რივერსი (11), პირსი (11), რედიკი (10).
ა: ტიგი (22+7 პასი), მილსეპი (20+18 მოხსნა), ბეიზმორი (17), შრიოდერი (16), ჰორფორდი (11+12 მოხსნა), კორვერი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"