NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კიდევ ცხრაა მოსაგები

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე სულ ცოტა დრო რჩება და დარჩენილ მატჩებში მთავარი ინტრიგა "გოლდენ სტეიტის" გამოსვლა იქნება.

სეზონის ლიდერმა გუშინ 64-ე მატჩი მოიგო და სეზონის ბოლომდე დარჩენილ 11 შეხვედრაში ცხრა მოგება სჭირდება "ჩიკაგოს" ყველა დროის რეკორდის გასაუმჯობესებლად. მანამდე კი სტივ კერის გუნდმა საკუთარი რეკორდი გადაწერა შინ ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობით. ეს სერია უკვე 51 შეხვედრას უტოლდება.

"გოლდენ სტეიტის" სნაიპერებმა - სტივენ კარიმ და კლეი ტომპსონმა "კლიპერსს" ჯამში 65 ქულა ჩაუგდეს და საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გაარკვიეს მატჩის ბედი. აქედან 33
ქულა სამქულიანებზე მოდის. ამ შეხვედრის შემდეგ, კარისა და ტომპსონს სეზონში 580 ზუსტი შორეული ტყორცნა დაუგროვდათ. ასეთი შედეგით ლიგის 13 გუნდი ვერ დაიკვეხნის.

რაც შეეხება სტივენ კარის, რომელიც დამაჯერებელი ნაბიჯებით მიდის MVP-ის ზედიზედ მეორე ტიტულამდე, მან სეზონში 35-ედ გადალახა 30-ქულიანი ზღვარი.

ასევე არ აქვს ამ სეზონში საკუთარ მოედანზე წაგება "სან ანტონიოს", რომელმაც უპრობლემოდ დაამარცხა ბოლო დროს კარგი ფორმაში მყოფი "მაიამი". კავაი ლეონარდმა 24 წუთში 32 ქულის დაგროვება მოასწრო, სერბმა ბობან მარიანოვიჩმა კი შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 13 წუთში 19 ქულა ჩააგდო.

"სან ანტონიოსთვის" ერთადერთი ცუდი მომენტი ის იყო, რომ ლეონარდმა თამაშის დასრულება ვერ შეძლო. მესამე მეოთხედში ის ამარე სტაუდმაიერს შეეჯახა და ამის შემდეგ, მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ვაშინგტონი-ატლანტა 101:122
25:22, 31:30, 19:29, 26:41
ვ: ტორნტონი (23), მორისი (19), გორტატი (14+14 მოხსნა), უოლი (13+10 პასი), პორტერი (11).
ა: შრიოდერი (23), მილსეპი (17), კორვერი (15), ჰარდუეი (14), ჰორფორდი (13), სკოტი (10).

ბოსტონი-ტორონტო 91:79
25:25, 21:21, 23:16, 22:17
ბ: ტომასი (23), ტერნერი (17), ბრედლი (16), ჯონსონი (11+14 მოხსნა), სალინჯერი (9+11 მოხსნა).
ტ: დეროზანი (21), როსი (13), ვალანჩუნასი (10), ტომპსონი (6+10 მოხსნა), ბიიომბო (0+13 მოხსნა).

დეტროიტი-ორლანდო 118:102
32:21, 34:36, 30:30, 22:15
დ: დრამონდი (30+14 მოხსნა), ჰარისი (18), ჯექსონი (16+9 პასი), მორისი (15), ჯონსონი (13), ბეინსი (13), ჰილიარდი (11).
ო: პეიტონი (20+10 მოხსნა+10 პასი), გორდონი (15+11 მოხსნა), ოლადიპო (14), ფურნიე (14), სმიტი (12).

კლივლენდი-მილუოკი 113:104
35:25, 28:36, 28:26, 22:17
კ: ჯეიმსი (26), ლავი (24+10 მოხსნა), ირვინგი (16), ტომპსონი (13+10 მოხსნა), სმიტი (13), მოზგოვი (10).
მ: ანტენტოკუნმპო (24), ბეილესი (15), მონრო (14), პარკერი (12), ჰენსონი (12), მიდლტონი (9+11 პასი).

ჩიკაგო-ნიუ იორკი 107:115
30:23, 25:34, 18:35, 34:23
ჩ: მიროტიჩი (35), როუზი (21), გიბსონი (10), ბრუქსი (10).
ნ-ი: პორზინგისი (29+10 მოხსნა), ენტონი (24), აფლალო (12), კალდერონი (11), ლოპესი (11+13 მოხსნა+4 დაფარება), უილიამსი (10).

ჰიუსტონი-იუტა 87:89
25:21, 24:13, 17:26, 21:29
ჰ: ჰარდენი (26+10 პასი+8 ჩაჭრა), არიზა (12), ბრიუერი (10), ბიზლი (10), კაპელა (10).
ი: ჰეივორდი (22), ფეივორსი (17+15 მოხსნა), მაკი (16), ბუკერი (10).

მინესოტა-საკრამენტო 113:104
28:29, 22:19, 34:24, 29:32
მ: თაუნსი (26+11 მოხსნა+4 დაფარება), ლავინი (23), უიგინსი (23), დიენგი (16+12 მოხსნა), რუბიო (7+12 პასი).
ს: რონდო (25+12 პასი), კუფოსი (15+15 მოხსნა), ბელინელი (14), კოლისონი (12), კასპი (12), გეი (11).

სან ანტონიო-მაიამი 112:88
26:21, 30:26, 32:16, 24:25
ს-ა: ლეონარდი (32), მარიანოვიჩი (19), მარტინი (12).
მ: რიჩარდსონი (17), უეიდი (16), გრინი (13), უაიტსაიდი (12+14 მოხსნა), უინსლოუ (10).

დენვერი-ფილადელფია 104:103
24:35, 29:10, 22:28, 29:30
დ: მუდიაი (27+11 მოხსნა), ჰარისი (18), იოკიჩი (18), არტური (11).
ფ: მაკონელი (17), კოვინგტონი (16), ლენდრი (16), ტომპსონი (14), კენანი (11).

ფინიქსი-ლეიკერსი 119:107
16:22, 31:25, 36:27, 36:33
ფ: ბუკერი (28), ნაითი (25), ლოუერი (22+14 მოხსნა), ტელეტოვიჩი (17), ლენი (10), ტაკერი (6+13 მოხსნა).
ლ: რენდლი (19+15 მოხსნა), ბრაიანტი (17), რასელი (14), კლარკსონი (13), უილიამსი (11), ბასი (10).

გ. სტეიტი-კლიპერსი 114:98
23:28, 28:21, 30:23, 33:26
გ-ს: კარი (33), ტომპსონი (32), გრინი (12+12 მოხსნა), ბარნსი (11), ლივინგსტონი (11), ბოგუტი (4+10 მოხსნა).
კ: ჯორდანი (19+20 მოხსნა), რივერსი (16), პოლი (13), გრინი (13), კროუფორდი (12).

პორტლენდი-დალასი 109:103
28:26, 29:27, 26:20, 26:30
პ: ლილარდი (27), დევისი (16), მაკალუმი (14), ჰარკლესი (14), ამინუ (10+10 მოხსნა), პლამლი (10), ჰენდერსონი (10).
დ: მეტიუზი (22), ნოვიცკი (21), მეჯრი (14+12 მოხსნა), ბარეა (14), უილიამსი (12+11 პასი), ჰარისი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული