მაიკლ ჯორდანი ისევ ყველაზე მდიდარი სპორტსმენია

AutoSharing Option
ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია იმათგან, ვინც პენსიაში იმყოფება.

"ჩიკაგო ბულზის" ყოფილი კალათბურთელი, რომელმაც კარიერა 2003 წელს დაასრულა, ზედიზედ მეორედ ჩაუდგა სათავეში ჟურნალ Forbes-ის სიას. გასული წლის განმავლობაში, ბიზნესმენმა და NBA-ის კლუბის "შარლოტ ჰორნეტსის" მფლობელმა 110 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს 45 მილიონით მეტია ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის შემოსავალზე.

წლებთან ერთად, ჯორდანის პოპულარობა არ კლებულობს. უფრო მეტიც, Forbes-ის ვარაუდით, 2016 წელს ლეგენდარული მოთამაშე ნებისმიერ სხვა სპორტსმენზე (მოქმედი თუ პენსიაში მყოფი) 30 მილიონით მეტს გამოიმუშავებს.

სიის პირველ ათეულში კიდევ ორი
ყოფილი კალათბურთელია - შაკილ ო'ნილი (22 მილიონი, მე-7 ადგილი) და მეჯიქ ჯონსონი (18 მილიონი, მე-10 ადგილი). "ფეხბურთის მეფემ" პელემ და ჩინელმა ჩოგბურთელმა ნა ლიმ, 2015 წელს 14-14 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული