NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ბოსტონი" განსაკუთრებული ლუკმაა

AutoSharing Option
"ბოსტონთან" მოულოდნელი საშინაო წაგების შემდეგ, "გოლდენს სტეიტმა" საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მოახდინა, როცა "პორტლენდი" გაანადგურა - 136:109.

ასე რომ, ჩემპიონმა რეგულარულში 69-ე გამარჯვება გაიფორმა, რაც ლიგის ისტორიაში მეოთხე შემთხვევაა "ჩიკაგოსა" (1995-96, 72 მოგება და 1996-97, 69 მოგება) და "ლეიკერსის" (1971-72, 69 მოგება) შემდეგ.

რა თქმა უნდა, 136 ქულის დაგროვება ბრწყინვალე რეალიზაციის წყალობით გახდა შესაძლებელი: მიზანს მიაღწია 88-დან 50-მა ტყორცნამ, აგრეთვე 22-დან 18-მა საჯარიმომ. უნდა აღვნიშნოთ სამქულიანების რეალიზაციის პროცენტი - 30-დან 18 ზუსტი შორეული ტყორცნა.

აქედან ცხრა სტივენ კარის ეკუთვნის. სწორედ
მან ჩააგდო საიუბილეო მე-1000 სამქულიანი სეზონში. "გოლდენ სტეიტი" გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში ეს ზღვარი გადალახა.

კარიმ კი კარიერაში ზუსტი სამქულიანების რაოდენობა 1569-მდე აიყვანა. საოცარია, მაგრამ ფაქტია: მაიკლ ჯორდანმა და სკოტი პიპენმა ერთად კარიერის განმავლობაში 1559 სამქულიანი ჩააგდეს!

და ერთიც უნდა აღვნიშნოთ: კარიმ სეზონში მეექვსე მატჩი ჩაატარა, როცა ცხრა სამქულიანი მოათავსა მეტოქის კალათში. როგორც ESPN წერს, ლიგის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია ხუთზე მეტი ასეთი მატჩი არა თუ ერთ სეზონში, არამედ მთლიანად კარიერაში.

გუშინ, ასევე გამოიჩინა თავი დრეიმონდ გრინმა. "გოლდენ სტეიტის" ფორვარდმა 22 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი დააგროვა, რითაც სეზონში მე-13 სამმაგი დუბლი შეასრულა.

* * *
გუშინდელი დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბლეიკ გრიფინის დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ "კლიპერსის" ფორვარდის სტატისტიკა შთამბეჭდავი არ იყო (25 წუთში - 6 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი), მოედანზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რისი დასტურიცაა სარგებლიანობის კოეფიციენტი - "+22".

თავი გამოიჩინა მეორე ლოსანჯელესური გუნდის ლიდერმა კობი ბრაიანტმა, რომელიც კარიერაში უკანასკნელად თამაშობდა პრინციპული მეტოქის - "ბოსტონის" წინააღმდეგ. ვეტერანმა 28-დან 11 ტყორცნა მოათავსა კალათში, 10-დან რვა საჯარიმო ჩააგდო და 34 ქულას მოუყარა თავი, თუმცა თავისი გუნდი წაგებას ვერ გადაარჩინა. ახლა, კობის სულ რაღაც ორი ქულა უკლია 33 500 ქულამდე. ეს შედეგი მართლაც აღფრთოვანებას იწვევს.

სხვათა შორის, ამ სეზონში ბრაიანტმა თავისი მონაგარი 1016 ქულამდე აიყვანა (წელს, ათასქულიანი ზღვარი მხოლოდ 61 მოთამაშეს აქვს გადალახული). კობიმ მეთექვსმეტედ მიაღწია 1000 ქულას, რაც ისტორიაში მხოლოდ სამმა კალათბურთელმა შეძლო: ქარიმ აბდულ ჯაბარმა - 19-ჯერ, კარლ მელოუნმა - 18-ჯერ და ტიმ დანკანმა - 17-ჯერ.

დიდი კაცები დიდების დარბაზში
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დაასახელა ის 10 ადამიანი, ვისაც მიმდინარე წლის 9 სექტემბერს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ. ათეულში მოხვდნენ NBA-ის ყოფილი ვარსკვლავები: შაკილ ო'ნილი, იაო მინი და ალენ აივერსონი.

მათ გარდა, დიდების დარბაზის წევრები გახდებიან: მოთამაშეები - ზელმო ბიტი, კამბერლენდ პოუზი და შერილ სვუპსი, მწვრთნელები - ტომ იზო და ჯონ მაკლენდონი, მსაჯი დარელ გარეტსონი და "ჩიკაგო ბულზის" მფლობელი ჯერი რაინსდორფი.

ბრუკლინი-ნიუ ორლეანი 87:106
14:18, 28:35, 24:22, 21:31
ბ: კილპატრიკი (15), ბრაუნი (12), სიმსი (12), რობინსონი (11+15 მოხსნა), ელინგტონი (10).
ნ-ო: ბებიტი (21), ფრეიზერი (19+13 პასი), აჟინკა (16+4 დაფარება), კანინგემი (14), ჰემილტონი (13+11 მოხსნა), ენისი (14).

კლივლენდი-შარლოტი 112:103
29:19, 29:23, 28:29, 26:32
კ: ჯეიმსი (31+12 პასი), სმიტი (27), ლავი (25).
შ: უოკერი (29), მარვ. უილიამსი (22), ლინი (14), ლი (11).

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 118:110
31:26, 21:27, 28:29, 38:28
ჰ: ჰარდენი (41+9 პასი), არიზა (18), ბევერლი (12), მაკდანიელსი (10).
ო: დურანტი (33), უესტბრუკი (23+13 მოხსნა+9 პასი), კანტერი (16).

მინესოტა-დალასი 78:88
27:22, 13:19, 23:27, 15:20
მ: უიგინსი (30), ლავინი (11), თაუნსი (11+21 მოხსნა+9 პასი).
დ: ბარეა (21), მატიუზი (19), ჰარისი (16), ნოვიცკი (13), ანდერსონი (9+10 მოხსნა), ფაჩულია (2).

კლიპერსი-ვაშინგტონი 114:109
33:23, 27:26, 24:24, 30:36
კ: პოლი (27+12 პასი), კროუფორდი (19), რედიკი (18), ჯორდანი (12+12 მოხსნა), რივერსი (10).
ვ: გორტატი (21), მორისი (18), უოლი (15+13 პასი), პორტერი (14), სეშენსი (13), ნენე (10).

ორლანდო-მემფისი 119:107
29:30, 38:26, 30:29, 22:22
ო: ვუჩევიჩი (25+10 მოხსნა), ოლადიპო (22), ფურნიე (22), გორდონი (14+10 მოხსნა), პეიტონი (7+11 პასი), ნიკოლსონი (10).
მ: ბარნსი (24), რენდოლფი (15), კარტერი (13), სტივენსონი (11), გრინი (11+10 მოხსნა), ალენი (10), მენფორდი (10).

ფინიქსი-იუტა 86:101
23:16, 10:30, 31:28, 22:27
ფ: ტელეტოვიჩი (24), ჩენდლერი (21+18 მოხსნა), ბუკერი (14), ტაკერი (14).
ი: ჰეივორდი (22), ჰუდი (18), ფეივორსი (17), ლაილსი (13), გობერი (12).

მილუოკი-ჩიკაგო 98:102
24:24, 17:33, 32:22, 25:23
მ: ანტენტოკუნმპო (34+9 პასი), პარკერი (24+11 მოხსნა), მონრო (11), პლამლი (11).
ჩ: ბატლერი (25+8 პასი), მიროტიჩი (19), პ. გასოლი (16+8 პასი).

ნიუ იორკი-ინდიანა 87:92
23:18, 18:36, 24:20, 22:18
ნ-ი: ვუიაჩიჩი (21), აფლალო (15), უილიამსი (12), ლოპესი (10+15 მოხსნა+6 დაფარება).
ი: ჯორჯი (20), სტაკი (17), ტერნერი (12), ჯორჯ ჰილი (10), მაინმი (10), მაილზი (10).

გ. სტეიტი-პორტლენდი 136:111
31:37, 32:19, 38:33, 35:22
გ-ს: კარი (39), გრინი (22+10 მოხსნა+10 პასი), ტომპსონი (21), ბარბოზა (13), ბარნსი (10).
პ: ლილარდი (38), მაკალუმი (18), ჰარკლესი (15), ამინუ (10), ჰენდერსონი (10).

ლეიკერსი-ბოსტონი 100:107
26:31, 22:26, 27:20, 25:30
ლ: ბრაიანტი (34), რენდლი (20+10 მოხსნა), კლარკსონი (17).
ბ: ტომასი (26), კრაუდერი (22+5 ჩაჭრა), ტერნერი (17), ჯონსონი (10+13 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული