NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რეკორდი გამეორებულია!

AutoSharing Option
გუშინ, "გოლდენ სტეიტს" რეგულარულ სეზონში მთავარი მატჩი ჰქონდა. სტუმრად "სან ანტონიოსთან" გამარჯვება აუცილებელი იყო, თუ "მეომრებს" დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და 1995-96 წლების სეზონის "ჩიკაგოს" "სამუდამო" რეკორდის დამყარება სურდათ.

რა თქმა უნდა, "სპურსიც" სერიოზულად იყო განწყობილი: ჯერერთი, გრეგ პოპოვიჩის შეგირდებს საშინაო გამარჯვებათა სერიის 40-მდე გაზრდა სურდათ, გარდა ამისა, რევანში ჰქონდათ ასაღები სამი დღის წინ განცდილი მარცხის გამო.

ამიტომაც, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა. ეს ის მატჩი იყო, რომელშიც დაცვა შეტევაზე მაღლა იდგა. თუმცა ამან სტივენ კარი ვერ შეაჩერა - "გოლდენ სტეიტის"
ლიდერმა 37 ქულა დააგროვა და თუ ვინმეს აქამდე ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ მას ყველაზე მეტად ეკუთვნის ამ სეზონში MVP-ის ტიტული, ახლა, ამ საკითხზე, ალბათ, აღარავინ დავობს.

არ გამოვიდა ამ მატჩში კარისა და კავაი ლეონარდის დუელი. "სპურსის" ლიდერმა 22-დან 15 ტყორცნა ააცილა მიზანს და ლამარკუს ოლდრიჯთან და ტონი პარკერთან ერთად, სეზონში "პლუს/მინუსის" ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელი ჰქონდა.

გადამწყვეტი კი ამ მატჩში მეოთხე მეოთხედის შუაში ოთხწუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, როცა სტუმრებმა 14:4 გაქცევა მოაწყვეს. დროის ამ მონაკვეთში, მასპინძლებმა ექვსიდან ოთხი შეტევა დაასრულეს არაზუსტი ტყორცნით და სამჯერ დაკარგეს ბურთი.

ასე რომ, "უორიორზმა" ოფიციალურად განაახლა ერთ სეზონში სტუმრად მოპოვებული გამარჯვებების (34) რეკორდი. და, რაც მთავარია, გაიმეორა "ჩიკაგოს" რეკორდი სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით - 72. იმისთვის, რომ ეს რეკორდი გააუმჯობესოს, "გოლდენ სტეიტს" ხუთშაბათს დილით, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში შინ მოგება სჭირდება "მემფისის" წინააღმდეგ.

სხვათა შორის, "გოლდენ სტეიტმა" შეწყვიტა სან ანტონიოს" მოედანზე წაგებათა სერია, რომელიც 1997 წლის 14 თებერვლიდან იღებდა სათავეს და ის ზედიზედ 33 მარცხს უტოლდებოდა. "უორიორზი" სეზონს ისე დაასრულებს, რომ ზედიზედ ორი წაგება არ ექნება.

რა თქმა უნდა, "ჩიკაგოს" რეკორდის გამეორების შემდეგ, "გოლდენ სტეიტმა" მილოცვები უხვად მიიღო. ერთ-ერთმა პირველმა ეს სკოტი პიპენმა გააკეთა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოაცხადა, რომ 1996 წლის "ბულზი" 4:0-ს მოუგებდა პლეი ოფის სერიას 2006 წლის "გოლდენ სტეიტს": "ვულოცავ სტივ კერსა და მის გუნდს სეზონში 72-ე მოგებას. დღეს მათ ეს დაიმსახურეს. სტივენ კარი - ყველაზე აუღელვებელი სნაიპერია მათ შორის, ვინც აქამდე მინახავს. ხოლო მისი საკალათბურთო IQ ნებისმიერ საზღვრებს სცილდება".

* * *
"ინდიანას" გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, პლეი ოფის ყველა მონაწილე გაირკვა აღმოსავლეთ კონფერენციაში. ბოლო გუნდი, რომელსაც შეეძლო პლეი ოფში გასვლა, მაგრამ ამის თეორიული შანსიც დაკარგა, "ჩიკაგო ბულზი" იყო. "ხარები" პირველად გამოტოვებენ პლეი ოფში 2008 წლის შემდეგ.

ყველა დროის ანტირეკორდსმენი
გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ, "ჰიუსტონ როკეტსის" მცველმა ჯეიმს ჰარდენმა NBA-ის ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა სეზონში დაშვებული შეცდომების რაოდენობით.

"ლეიკერსთან" მატჩში (130:110) ჰარდენმა 40 ქულა დააგროვა, მაგრამ ოთხჯერ დაკარგა ბურთი, რითაც შეცდომების საერთო რაოდენობა 370-მდე აიყვანა.

წინა ანტირეკორდის მფლობელი არტის გილმორი იყო, რომელმაც 1977-78 წლების სეზონში 366 შეცდომა დაუშვა.

ვაშინგტონი-შარლოტი 113:98
28:27, 27:21, 31:26, 27:24
ვ: გორტატი (21+13 მოხსნა), ტორნტონი (16), სეშენსი (15+11 პასი), ნენე (12), დადლი (11), მორისი (11), პორტერი (10).
შ: კამინსკი (18+11 მოხსნა), უოკერი (16+7 პასი), მარვ. უილიამსი (14), ბატუმი (10), ჯეფერსონი (10).

ჰიუსტონი-ლეიკერსი 130:110
29:27, 26:26, 33:27, 42:30
ჰ: ჰარდენი (40+13 პასი), ბევერლი (19), არიზა (19), ტერი (11), ჰოვარდი (9+13 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (35), კლარკსონი (21), რენდლი (11).

კლიპერსი-დალასი 98:91
23:21, 26:26, 27:12, 22:32
კ: კროუფორდი (22), რედიკი (20), გრიფინი (17+11 მოხსნა), ჯორდანი (14+10 მოხსნა), გრინი (11), პოლი (5+11 პასი).
დ: ფელტონი (21), უილიამსი (15), ნოვიცკი (14), ვილანუევა (11).

ფილადელფია-მილუოკი 108:109
23:29, 22:33, 25:14, 28:22
ფ: სმიტი (22+9 მოხსნა+8 პასი), გრანტი (21), კოვინგტონი (19), ნოელი (18+13 მოხსნა), სტაუსკასი (12), ტომპსონი (10).
მ: მიდლტონი (36+9 პასი), ჰენსონი (18+10 მოხსნა), პაკერი (15), ანტენტოკუნმპო (14+9 მოხსნა+5 დაფარება).

დენვერი-იუტა 84:100
22:26, 25:22, 15:34, 22:18
დ: მუდიაი (19), იოკიჩი (19+11 მოხსნა), ჰარისი (13), ბარტონი (10), ლოვერნი (10).
ი: ჰეივორდი (22+9 მოხსნა), ლაილსი (22), გობერი (16+14 მოხსნა+6 დაფარება), მაკი (14), ჰუდი (13).

ინდიანა-ბრუკლინი 129:105
39:19, 30:22, 35:31, 25:33
ი: ტერნერი (28+10 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (18), მაინმი (16), ჯორჯი (15), ს. ჰილი (13+12 მოხსნა), მაილზი (11).
ბ: კილპატრიკი (26), სლოუნი (19), ბრაუნი (18+11 მოხსნა+6 ჩაჭრა), ლარკინი (15+8 პასი), ბოგდანოვიჩი (10).

მაიამი-ორლანდო 118:96
31:28, 25:21, 33:20, 29:27
მ: დენგი (20), დრაგიჩი (19), უაიტსაიდი (18+15 მოხსნა), უეიდი (17), გრინი (15).
ო: ფურნიე (21), ვუჩევიჩი (19), ჰეზონია (10).

სან ანტონიო-გ. სტეიტი 86:92
19:14, 16:21, 26:27, 25:30
ს-ა: ოლდრიჯი (24+10 მოხსნა), ლეონარდი (20+13 მოხსნა), უესტი (4+10 მოხსნა).
გ-ს: კარი (37), ტომპსონი (14), გრინი (11).

ნიუ იორკი-ტორონტო 89:93
25:20, 26:34, 18:21, 20:18
ნ-ი: ენტონი (21), გრანტი (19), ვუიაჩიჩი (13), ლოპესი (10), ო’ქუინი (8+10 მოხსნა).
ტ: დეროზანი (27), ლოური (15), ვალანჩუნასი (14), როსი (13).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. y-კლივლენდი 80 56 24 70.0
2. y-ტორონტო 80 54 26 67.5
3. x-ატლანტა 80 48 32 60.0
4. x-ბოსტონი 80 47 33 58.8
5. x-მაიამი 80 47 33 58.8
6. x-შარლოტი 80 46 34 57.5
7. x-ინდიანა 80 43 37 53.8
8. x-დეტროიტი 80 43 37 53.8
9. ჩიკაგო 80 40 40 50.0
10. ვაშინგტონი 80 39 41 48.8
11. ორლანდო 80 34 46 42.5
12. მილუოკი 80 33 47 41.3
13. ნიუ იორკი 81 32 49 39.5
14. ბრუკლინი 80 21 59 26.3
15. ფილადელფია 80 10 70 12.5

დასავლეთი
თ მ წ %
1. z-გ. სტეიტი 81 72 9 88.9
2. y-სან ანტონიო 80 65 15 81.3
3. y-ოკლაჰომა 80 54 26 67.5
4. x-კლიპერსი 80 52 28 65.0
5. x-პორტლენდი 81 43 38 53.1
6. x-მემფისი 80 42 38 52.5
7. დალასი 80 41 39 51.3
8. იუტა 80 40 40 50.0
9. ჰიუსტონი 80 39 41 48.8
10. დენვერი 81 33 48 40.7
11. საკრამენტო 80 32 48 40.0
12. ნ. ორლეანი 80 30 50 37.5
13. მინესოტა 80 28 52 35.0
14. ფინიქსი 80 22 58 27.5
15. ლეიკერსი 80 16 64 20.0

შენიშვნა: z - კონფერენციის ჩემპიონი; y - დივიზიონის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული