კობი ბრაიანტი
"ლეიკერსის" ლეგენდამ ბოლო მატჩი ჩაატარა კარიერაში. "იუტას" წინააღმდეგ მან მოედანზე 42 წუთი გაატარა და 60 ქულა დააგროვა. კობიმ თამაშიდან 50 ტყორცნა შეასრულა და 22 ბურთი ჩააგდო (21-დან 6 სამქულიანი), აგრეთვე 12 საჯარიმოდან 10 მოათავსა კალათში.
- 37 წლისა და 235 დღის ასაკში, ის გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, ვინც მინიმუმ 50 ქულა ჩაიწერა აქტივში.
- წინა ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი,
- 30 წელს გადაცილებულმა სამმა მოთამაშემ შეძლო ერთ მატჩში მინიმუმ 60 ქულის აღება - ბრაიანტმა (ორჯერ), ჩემბერლენმა (სამჯერ) და ტომ ჩემბერსმა.
- კობი NBA-ის რეკორდსმენი გახდა გამოსათხოვარ მატჩში დაგროვილი ქულების რაოდენობით. ქარიმ აბდულ-ჯაბარმა თავის ბოლო მატჩში 7 ქულა ჩაიწერა აქტივში, მეჯიქ ჯონსონმა - 8, ლარი ბერდმა - 12, მაიკლ ჯორდანმა - 15, უილტ ჩემბერლენმა - 23.
- 60 ქულა - შედეგიანობის მეხუთე მაჩვენებელია ბრაიანტის კარიერაში.
გოლდენ სტეიტი
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში "გოლდენ სტეიტმა" შინ დაამარცხა "მემფისი" - 125:104.
- ეს მოგება 73-ე იყო კალიფორნიული კლუბისთვის წლევანდელ რეგულარულში. ასე რომ, "მეომრებმა" გააუმჯობესეს 1995-96 წლების სეზონის ლეგენდარული "ჩიკაგოს" რეკორდი - 72 მოგება. აღვნიშნავთ, რომ "უორიორზის" მთავარი მწვრთნელი სტივ კერი მაშინდელი "ჩიკაგოს" მოთამაშე იყო.
ამ სეზონში "გოლდენ სტეიტს" კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს:
- 54 მოგება საშინაო არენაზე;
- 34 გასვლითი მოგება სეზონში;
- 24 მოგება ჩემპიონატის სტარტზე;
- 1077 რეალიზებული სამქულიანი;
- არც ერთ გუნდთან არ წააგო სეზონში ორი მატჩი;
- არც ერთხელ არ წააგო ზედიზედ ორი შეხვედრა.
სტივენ კარი
- "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა "მემფისთან" შეხვედრაში 10 სამქულიანი გამოიყენა, რითაც სეზონში ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობა 402-მდე აიყვანა. აღვნიშნავთ, რომ ამ სეზონამდე NBA-ის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ ჩაუგდია ერთ ჩემპიონატში 300 სამქულიანიც კი.
- გარდა ამისა, კარი შევიდა ე. წ. 50/40/90-ის კლუბში, როგორც მოთამაშემ, რომელმაც სეზონში თამაშიდან ტყორცნების მინიმუმ 50 პროცენტი, სამქულიანების 40 პროცენტი და ჯარიმების 90 პროცენტი გამოიყენა. ამ კლუბის წევრები არიან: ლარი ბერდი, სტივ ნეში, მარკ პრაისი, რეჯი მილერი, დირკ ნოვიცკი და კევინ დურანტი.
- კარი რეგულარულ სეზონში საშუალოდ 30.1 ქულას აგროვებდა, ასე რომ, მან პირველად მოიგო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ეს მიღწევა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ კარი მოედანზე საშუალოდ 34.2 წუთს ატარებდა, რითაც NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც საშუალოდ 30-ზე მეტი ქულა 35 წუთზე ნაკლებ დროში მიითვალა.
ბოსტონი-მაიამი 98:88
13:35, 25:27, 25:5, 35:21
ბ: ტომასი (21), ბრედლი (17), ტერნერი (16), კრაუდერი (13), ოლინიკი (11).
მ: ჯონსონი (19), უაიტსაიდი (19), დრაგიჩი (18), უეიდი (17).
ბრუკლინი-ტორონტო 96:103
26:16, 21:33, 19:29, 30:25
ბ: ბოგდანოვიჩი (29), კილპატრიკი (12), სლოუნი (11+10 პასი), სიმსი (10).
ტ: პაუელი (30), როსი (24+10 მოხსნა), რაიტი (18), ტომპსონი (12).
შარლოტი-ორლანდო 117:103
38:22, 28:28, 20:29, 31:24
შ: ჯეფერსონი (26), დენიელსი (13), ლემბი (12), ჰოიესი (12), მარვ. უილიამსი (11), ლინი (10).
ო: გორდონი (22), ფურნიე (22), ვუჩევიჩი (17), ჰეზონია (10).
კლივლენდი-დეტროიტი 110:112
24:29, 20:29, 28:24, 31:21
კ: მაკრეი (36), ჯეფერსონი (16), ფრაი (14), მოზგოვი (14+12 მოხსნა), ჯონსი (13).
დ: მიქსი (20), ბულოკი (15), ტოლივერი (15), ბეინსი (14), ბლეიკი (13), ჯონსონი (12), დინუიდი (12).
ვაშინგტონი-ატლანტა 109:98
33:33, 24:26, 27:17, 25:22
ვ: სეშენსი (22), ნენე (19), ტორნტონი (14), დადლი (14), ტემპლი (12).
ა: ჰორფორდი (19), ტიგი (16), მილსეპი (13+11 მოხსნა), ჰარდუეი (13), შრიოდერი (11), სკოტი (10).
ჩიკაგო-ფილადელფია 115:105
16:32, 35:28, 35:13, 29:32
ჩ: მიროტიჩი (32), ჰოლიდეი (29), მაკდერმოტი (16), სნელი (13), ბატლერი (10+12 მოხსნა+10 პასი).
ფ: კოვინგტონი (27), ტომპსონი (21), გრანტი (20), მარშალი (11), სმიტი (10).
დალასი-სან ანტონიო 91:96
27:20, 25:14, 15:31, 24:31
დ: ფელტონი (22), ნოვიცკი (19), უილიამსი (13), მეტიუზი (11), ფაჩულია (8+12 მოხსნა).
ს-ა: მარიანოვიჩი (22+12 მოხსნა), სიმონსი (19), ანდერსონი (15+10 მოხსნა), გრინი (12).
ჰიუსტონი-საკრამენტო 116:81
34:18, 30:26, 28:20, 24:17
ჰ: ჰარდენი (38), ჰოვარდი (14+10 მოხსნა), მაკდანიელსი (11), ბიზლი (10), კაპელა (6+17 მოხსნა).
ს: მაკლემორი (24), ანდერსონი (13), კუფოსი (12+11 მოხსნა), სეტ კარი (10), ეისი (10).
მილუოკი-ინდიანა 92:97
20:37, 26:25, 24:16, 22:19
მ: ანტენტოკუნმპო (19), პარკერი (17), ვონი (10), ინგლსი (10).
ი: ს. ჰილი (25), ალენი (14), რობინსონი (14), სტაკი (12).
მინესოტა-ნიუ ორლეანი 144:109
40:23, 32:27, 34:29, 38:30
მ: მუჰამადი (28), თაუნსი (28+14 მოხსნა), უიგინსი (21), დიენგი (20+11 მოხსნა), ლავინი (19), ბიელიცა (10).
ნ-ო: ენისი (28), აშიქი (24+11 მოხსნა), დაგლასი (22), კანინგემი (17), ფრეიზერი (6+15 პასი).
ლეიკერსი-იუტა 101:96
19:21, 23:36, 24:18, 35:21
ლ: ბრაიანტი (60), კლარკსონი (12).
ი: ლაილსი (18+11 მოხსნა), ჰეივორდი (17), მაკი (12), ინგლსი (12), უიტი (10).
ფინიქსი-კლიპერსი 114:105
25:27, 37:28, 23:20, 29:30
ფ: ტელეტოვიჩი (22), ლოუერი (16+14 მოხსნა), ტაკერი (14), უილიამსი (14+12 მოხსნა), ბუკერი (12), ლენი (10), გუდვინი (10).
კ: უილკოქსი (19), ჯონსონი (19), რივერსი (16), ოლდრიჩი (14+11 მოხსნა), გრინი (12).
პორტლენდი-დენვერი 107:99
27:31, 31:25, 29:23, 20:20
პ: ლილარდი (21), მაკალუმი (17), კრები (16), რობერტსი (14), ამინუ (10).
დ: მუდიაი (25), იოკიჩი (18+12 მოხსნა), ჰარისი (16), ფარიდი (12), ნურკიჩი (11+14 მოხსნა).
გ. სტეიტი-მემფისი 125:104
37:23, 33:27, 32:31, 23:23
გ-ს: კარი (46), ტომპსონი (16), ბარნსი (15), გრინი (11), სპეიტსი (12).
მ: რენდოლფი (24), სტივენსონი (22), გრინი (12), მარტინი (11).
პლეი ოფი
აღმოსავლეთი
კლივლენდი (1)-დეტროიტი (8)
ტორონტო (2)-ინდიანა (7)
მაიამი (3)-შარლოტი (6)
ატლანტა (4)-ბოსტონი (5)
დასავლეთი
გ. სტეიტი (1)-ჰიუსტონი (8)
სან ანტონიო (2)-მემფისი (7)
ოკლაჰომა (3)-დალასი (6)
კლიპერსი (4)-პორტლენდი (5)
შენიშვნა: პლეი ოფი 16 აპრილს დაიწყება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"