მატჩები
20 სეზონის განმავლობაში, კობიმ მონაწილეობა მიიღო რეგულარული ჩემპიონატის 1346 მატჩში. ეს არის ლიგის ისტორიაში მე-11 შედეგი. ტოპ-ათეულში მოსახვედრად "ლეიკერსის" მცველს 34 შეხვედრა დააკლდა.ბოლო ოთხი წელია, კალიფორნიული კლუბი პლეი ოფში არ ყოფილა. ბრაიანტმა იქ 220 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა. ჩამორჩება მხოლოდ ტიმ დანკანს, ქარიმ აბდულ-ჯაბარს, დერეკ ფიშერსა და
სათამაშო დრო
"ლეიკერსის" გულშემატკივრებს 48 637 წუთის განმავლობაში შეეძლოთ ბრაიანტის ოსტატობაზე დაკვირვება - ეს არის მეექვსე მაჩვენებელი ისტორიაში. მაგრამ, უკვე მომდევნო სეზონში კობი, შესაძლოა, უკან ჩამოიტოვონ დანკანმა (47 368) და დირკ ნოვიცკიმ (47 249).ახალგაზრდობაში კობი ბრაიანტი პლეი ოფი მატჩებში თითქმის შეუცვლელად თამაშობდა. სულ მან 8 641 წუთი გაატარა მოედანზე და ყველა დროის სიაში მესამე ადგილი დაიმკვიდრა. მასზე უფრო დიდი სათამაშო დრო დანკანსა (9 152) და აბდულ-ჯაბარს (8 851) ჰქონდათ. რომ არა ბოლო წლების ჩავარდნა, კობი ამ სტატისტიკურ კატეგორიაში ლიდერი გახდებოდა.
ქულები
ბრაიანტმა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში შარშან გაუსწრო მაიკლ ჯორდანს და მესამე ადგილზე გადავიდა. კარიერა მან 33 643 ქულით დაასრულა. ეს საუკეთესო შედეგია უკანა ხაზის მოთამაშეებს შორის, მაგრამ ვერ დაეწია ორ "მაღალს" - აბდულ-ჯაბარსა (38 387) და კარლ მელოუნს (36 928). რაც შეეხება პლეი ოფს, აქაც "ლეიკერსის" მცველი მესამე ადგილზეა 5 640 ქულით და ჩამორჩება მხოლოდ ჯორდანს (5 987) და აბდულ-ჯაბარს (5 762). ამ ტრიოს ლებრონ ჯეიმსის უნდა ეშინოდეს, რომელსაც 5042 ქულა აქვს პლეი ოფში და შესანიშნავი შესაძლებლობა გააჩნია, უკვე ერთ ან ორ წელიწადში გადაწეროს ისტორია.
თამაშიდან სროლები
საინტერესოა ფაქტია - კობის უფრო ნაკლები ზუსტი ტყორცნა (11 719) აქვს, ვიდრე ჯორდანს (12 192), მაგრამ უფრო შედეგიანი იყო კარიერაში. ბუნებრივია, ეს აიხსნება უფრო მეტი სამქულიანის რაოდენობით. თამაშიდან ზუსტი სროლების რაოდენობით, კობის ასევე უსწრებენ აბდულ-ჯაბარი, მელოუნი და უილტ ჩემბერლენი.ტყორცნების რეალიზაციის პროცენტით, ბრაიანტი ისტორიაში 250 საუკეთესოს შორისაც ვერ შედის. თუმცა ეს არ არის გასაკვირი, რადგან მიზანს აღწევდა მის მიერ გაშვებული ორქულიანების 47.9 პროცენტი და სამქულიანების 32.9 პროცენტი. ორივე კარგი მაჩვენებელია, მაგრამ, ამასთან, მტკიცდება აზრი იმის შესახებ, რომ კობი დიადი მექულე იყო, მაგრამ არა დიადი სნაიპერი.
პლეი ოფის მატჩებშიც იგივე სურათს ვხედავთ: ბრაიანტი მხოლოდ მეოთხეა ზუსტი სროლების რაოდენობით აბდულ-ჯაბარის, ჯორდანისა და შაკილ ო'ნილის შემდეგ (2 014). რაც შეეხება თამაშიდან სროლების რეალიზაციის პროცენტს, პლეი ოფში ის ერთი მეათედით იზრდებოდა: 44.7 - რეგულარულში და 44.8 - პლეი ოფში.
საჯარიმო ტყორცნები
რეალიზაციის პროცენტით, კობი მხოლოდ 84-ე ადგილზეა (83.7 პროცენტი), სამაგიეროდ, მასზე ხშირად საჯარიმოებს ესროდნენ მხოლოდ კარლ და მოზეს მელოუნები, ჩემბერლენი და ო'ნილი. რეალიზებული საჯარიმოების მიხედვით კი (8 378), ბრაიანტი მესამე ადგილზეა და უსწრებს უკანა ხაზის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის, მაიკლ ჯორდანს (7 327).პლეი ოფში კობი მხოლოდ 81.6 პროცენტს იყენებდა, რაც 102-ე შედეგია ისტორიაში. სულ მან 1 617 საჯარიმო შეასრულა და ამ მაჩვენებლით წინ გაუშვა არა მხოლოდ ჯორდანი, მელოუნი, ჩემბერლენი და ო'ნილი, არამედ დანკანი და ლებრონ ჯეიმსი - მეშვიდე ადგილი. ჩაგდებული საჯარიმოების მხრივ, საქმე უკეთ არის: ბრაიანტი (13 20) მეორეა ჯორდანის შემდეგ, მაგრამ წლევანდელ პლეი ოფში მას უნდა გაუსწროს ლებრონმა, რომელსაც 47-ით ნაკლები ცდა აქვს.
მოხსნები
ბრაიანტი არასოდეს ყოფილა ფარქვეშ ბრძოლის დიდი მოყვარული, მიუხედავად ამისა, ამ კატეგორიაში კარიერა მე-100 ადგილზე დაასრულა (7 047) - გაუსწრო ჯორდანს (6 672), მეჯიქ ჯონსონსა (6 559) და სხვა დიად მცველებს. საკუთარ ფარზე მოხსენების რიცხვით, მას 46-ე შედეგი აქვს, შეტევაში მოხსნებით კი რამდენიმე წელიწადი შეინარჩუნებს ადგილს TOP200-ში.პლეი ოფში მაჩვენებლები უფრო შთამბეჭდავია: 36-ე ადგილი საერთო რაოდენობით (1 119), 21-ე ადგილი - საკუთარ ფარზე მოხსნებით (889) და 57-ე - შეტევაში მოხსნებით (230).
შედეგიანი გადაცემები
გავრცელებული აზრია, რომ ბრაიანტი ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეგოისტი კალათბურთელი იყო, თუმცა სტატისტიკური მონაცემები საპირისპიროს ამტკიცებენ: 6 306 შედეგიანი პასით, ის 29-ე ადგილს იკავებს ყველა დროის საუკეთესო ასისტენტებს შორის და უსწრებს სახელოვან გამთამაშებლებს - ბაირონ დევისს, ნიკ ვან ექსელსს, ჩონსი ბილაპს...პლეი ოფში კიდევ უფრო საინტერესო სურათს ვხედავთ - იქ კობი მეცხრე ადგილზეა (1 040) და ჩამორჩება მხოლოდ დიად ვარსკვლავებს: ჯონსონს, ჯეიმსს, ტონი პარკერს, ჯონ სტოქტონს, ჯეისონ კიდს, ლარი ბერდს, სტივ ნეშსა და სკოტი პიპენს.
ჩაჭრები
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბრაიანტი ცხრაჯერ შეიყვანეს საუკეთესო დამცველთა სიმბოლურ ნაკრებში, ჩაჭრებში კარგი თამაშია. მცველი ამ კატეგორიაში მე-14 ადგილით დაიკვეხნის (1 944). თან კობი არა მხოლოდ რეგულარულში ყოჩაღობდა, არამედ პლეი ოფშიც, სადაც მეხუთე ადგილი აქვს (310) პიპენის, ჯორდანის, ჯონსონისა და სტოქტონის შემდეგ. თუმცა, სულ მალე, მას აქაც მოუწევს ერთი საფეხურით უკან დახევა, რადგან ლებრონ ჯეიმსს 305 ჩაჭრა აქვს.დაფარებები
180-ე ადგილი ყველა დროის საუკეთესო დამფარებლებს შორის (640) - ცუდი შედეგი არ არის შემტევი მცველისთვის. რა თქმა უნდა, ამ მაჩვენებელზე გავლენა იქონია იმან, რომ კობიმ კარიერაში 20 სეზონის თამაში მოასწრო, თორემ ბოლო 11 სეზონის განმავლობაში, ის საშუალოდ 0.5 ბლოკზე მეტს ვერ აგროვებდა.პლეი ოფში ბრაიანტს უკეთესო შედეგი აქვს - 38-ე ადგილი (144). ის უსწრებს მელოუნს და სულ მცირედით ჩამორჩება ბერდს.
შეცდომები
კობის უდიდესი როლი ენიჭებოდა "ლეიკერსის" შეტევაში, ამიტომაც ყველაზე ხშირად ფლობდა ბურთს და კოლოსალურ ზეწოლას გრძნობდა მეტოქეების მხრიდან. ეს ორი ფაქტორი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კარიერაში 4 010 შეცდომა დაეშვა და მესამე ადგილი დაეკავებინა ამ კატეგორიაში - კობიზე უფრო ხშირად ბურთს კარგავდნენ მხოლოდ მელოუნი (4 524) და სტოქტონი (4 244).ანალოგიურ შედეგს მიაღწია მან პლეი ოფში (მესამე ადგილი, 647 დაკარგვა) და წინ გაუშვა ჯონსონი (696) და ო'ნილი (649).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"