კობი "ლედ ზეპელინზე" მაღლა - ბრაიანტის ჰაერიც კი იყიდება

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდამ კობი ბრაიანტმა საშუალება მისცა საკუთარი კლუბის საშინაო არენას - "სტეიპლს ცენტრს" გაეყიდა 1.2 მილიონ დოლარის ღირებულების სხვადასხვა ატრიბუტიკა.

ეს კობის კარიერაში ბოლო მატჩის დროს მოხდა. და ეს აბსოლუტური რეკორდია მსოფლიოს ყველა არენისთვის.

როგორც ირკვევა, წინა რეკორდი 2007 წლის 10 დეკემბერს, ლონდონის "O2 არენაზე" როკ-ჯგუფ Led Zeppelin-ის კონცერტისას დამყარდა. მაშინ რეალიზებული ატრიბუტიკის სრულმა ღირებულებამ ერთი მილიონი დოლარი შეადგინა.

* * *
ბრაიანტის უკანასკნელი მატჩიდან მეორე ინფორმაცია შემდეგში მდგომარეობს: ინტერნეტ-აუქციონი ebay ყიდის პოლიეთილენის პაკეტს, რომელშიც მოთავსებულია ჰაერი კობის ბოლო
შეხვედრიდან.

უცნაური ლოტის საწყისი ფასი ერთი დოლარი იყო, მაგრამ სამი დღის განმავლობაში, "სტეიპლ ცენტრის" დარბაზის ჰაერისთვის ბრძოლაში ასამდე მყიდველი ჩაერთო და ლოტის ფასმა 15 ათას დოლარს მიაღწია. საბოლოო თანხის 25 პროცენტი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული