მიუხედავად ამისა, "ატლანტამ" დიდი ანგარიშით წინ გაჭრა ვერ შეძლო, რადგან "კავალიერზი" ისევ ფენომენალურად ისროდა სამქულიანებს. შეუჩერებელი იყო კევინ ლავი, რომელსაც რვა სამქულიანის ჩასაგდებად მხოლოდ 15 ცდა დასჭირდა.
ამ ყველაფერმა ის მოიტანა, რომ
"ატლანტასთან" სერია "კლივლენდმა" 77 ზუსტი სამქულიანით დაასრულა და ერთი ზუსტი შორეული ტყორცნა დააკლდა რეკორდის დამყარებამდე. საინტერესოა, რომ პლეი ოფის ერთ სერიაში ყველაზე მეტი სამქულიანი "ატლანტას" აქვს ჩაგდებული - 78. ეს მოხდა 2013-14 წლების სეზონში "ინდიანასთან" სერიაში. თუმცა "ჰოქსს" ამ რეკორდის დასამყარებლად შვიდი მატჩი დასჭირდა, "კლივლენდმა" კი "ატლანტა" ოთხ მატჩში დაამარცხა.
"ჰოქსის" ოთხ მატჩში დამარცხების შემდეგ, "კლივლენდი" მხოლოდ მეცხრე გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფი ზედიზედ რვა მოგებით გახსნა. ბოლოს ასეთი რამ "სან ანტონიომ" შეძლო 2011-12 წლების სეზონში. შეგახსენებთ, რომ "ატლანტამდე" "კავალიერზმა" ასევე 4:0 დაამარცხა "დეტროიტ პისტონზი".
"შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით და კარგად ვიცით - რა და როგორ უნდა გავაკეთოთ მოედანზე", - აღფრთოვანებას ვერ მალავდა მატჩის შემდეგ ჯეიმსი. მართლაც, "მაიამისა" და "ტორონტოს" სერიის დასრულების მოლოდინში, "კლივლენდმა" ტემპი თუ არ დაკარგა, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ გუნდს აუცილებლად ვიხილავთ ფინალურ სერიაში.
ატლანტა-კლივლენდი 99:100
36:27, 22:29, 19:25, 22:19
ა: შრიოდერი (21+6 პასი), მილსეპი (19+9 მოხსნა+3 პასი), სეფოლოშა (16+6 მოხსნა+3 პასი), ჰორფორდი (15+4 პასი), ბეიზმორი (11+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰემფრიზი (8+7 მოხსნა+3 დაფარება), ტიგი (5), კორვერი (2), სკოტი (2).
კ: ლავი (27+13 მოხსნა+4 პასი), ჯეიმსი (21+10 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), ირვინგი (21+8 პასი), შამპერტი (10), ფრაი (8), ტომპსონი (5+10 მოხსნა+2 დაფარება), სმიტი (3+2 დაფარება), ჯეფერსონი (3), დელავედოვა (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.2/43.2), სამქულიანები (29/43.2), საჯარიმოები (71.4/61.5).
სერია: 0-4
კარი ამ კვირას MVP გახდება
"გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტივენ კარი 2015-16 წლების სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ დასახელდება. ოფიციალურ განცხადებას ამ კვირის ბოლოს უნდა ველოდოთ, - იტყობინება EშPN-ის კორესპონდენტი მარკ სტაინი. MVP პრიზი ზედიზედ მეორე იქნება კარისთვის.გასულ რეგულარულ სეზონში მცველი საშუალოდ 30.1 ქულას, 6.7 შედეგიან გადაცემას, 5.4 მოხსნასა და 2.1 ჩაჭრას აგროძებდა. კარი თამაშიდან 50.4 პროცენტის სიზუსტით ისროდა.
გარდა ამისა, ის გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვინც საშუალო 35 წუთში 30 ქულაზე მეტს აგროვებდა. ასევე, "მეომრების" ლიდერმა 402 სამქულიანი ჩააგდო, რაც ახალი რეკორდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"