NBA. პლეი ოფი: მეშვიდე მატჩია საჭირო

AutoSharing Option
"კლივლენდს" თუ არ ჩავთვლით, აღმოსავლეთი კონფერენციის პლეი ოფში გასული გუნდები დონე თითქმის თანაბარია. იმ სერიებში, რომლებშიც "კავალიერზი" არ იღებდა მონაწილეობას, ყველგან დაძაბული ბრძოლა იყო და გამონაკლისი არც "ტორონტოსა" და "მაიამის" დაპირისპირება აღმოჩნდა.

ფლორიდელებმა შეძლეს მეექვსე მატჩის მოგება და ანგარიშის გათანაბრება, არადა, "მაიამის" მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა აშკარად რისკზე წავიდა, როცა უარი თქვა ამარე სტაუდმაიერისა და უდონის ჰასლემის გამოყენებაზე და ცენტრად დააყენა ნომინალური მსუბუქი ფორვარდი ჯასტის უინსლოუ. ამ სვლამ გაამართლა - "ტორონტოს" მხოლოდ ორით მეტი მოხსნა ჰქონდა, ხოლო დაფარებები იმაზე ნაკლები,
ვიდრე დუეინ უეიდსა და ჯოშ რიჩარდსონს ერთად აღებული.

კანადელთა რიგებში მხოლოდ ორი კალათბურთელი თამაშობდა - დემარ დეროზანმა და კაილ ლოურიმ 59 ქულა დააგროვეს, რაც საერთო გუნდური მონაგარის 65 პროცენტი იყო. რაც მთავარია, "რეპტორზის" დანარჩენმა ცხრა შემსრულებელმა მხოლოდ ერთი სამქულიანი მოათავსა კალათში.

მატჩის გმირი კი გორან დრაგიჩი გახდა, რომელმაც 30 ქულით პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. აქედან 14 ქულა მან მეორე მეოთხედში ჩააგდო, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. უეიდის ანგარიშზე 22 ქულა მოდის, რითაც ვეტერანმა მცველმა ჰაკიმ ოლაჟუონს გაუსწრო და პლეი ოფის ყველა დროის ბომბარიდრთა სიაში მე-12 ადგილზე გადავიდა.

მაიამი-ტორონტო 103:91
21:20, 32:24, 29:28, 21:19
მ: დრაგიჩი (30+7 მოხსნა+4 პასი), უეიდი (22+6 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ჯონსონი (13), უინსლოუ (12), მაკრობერტსი (10+5 მოხსნა), რიჩარდსონი (9+5 მოხსნა+2 დაფარება), ჯონსონი (5), დენგი (2+8 მოხსნა).
ტ: ლოური (36+3 პასი), დეროზანი (23), პატერსონი (8+8 მოხსნა), ჯოზეფი (7), როსი (6), კეროლი (5+6 მოხსნა), ბიიომბო (4+13 მოხსნა+2 დაფარება), ნოგეირა (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.6/41.5), სამქულიანები (35/25), საჯარიმოები (80/76).
სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული