კევინ დურანტი, ალბათ, დარჩება

AutoSharing Option
კევინ დურანტი, რომელიც ამ ზაფხულს შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება, დიდი ალბათობით, ორწლიან მაქსიმალურ კონტრაქტს გააფორმებს თავის ამჟამინდელ კლუბთან "ოკლაჰომა-სიტისთან".

ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფორვარდს 2017 წელს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის უფლება ექნება. ეს ინფორმაცია ESPN-ის ჟურნალისტმა მარკ შტაინმა გაავრცელა ამერიკელ ინსაიდერებზე დაყრდნობით.

ამასთან, შტაინმა ისიც დაწერა, რომ NBA-ის რვა კლუბი ამზადებს საკონტრაქტო შეთავაზებას კევინ დურანტისთვის. ეს კლუბებია: "ვაშინგტონი", "ბოსტონი", "ჰიუსტონი", "მაიამი", "ნიუ იორკი", "ლეიკერსი", "სან ანტონიო" და "გოლდენ სტეიტი".

დურანტმა გასულ რეგულარულ სეზონში 72 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ,
28.2 ქულა, 8.2 მოხსნა და 5.0 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული