ტელეკომპანია ESPN-მა კალათბურთზე მომუშავე თავის 29 ჟურნალისტს სთხოვა პროგნოზი "გოლდენ სტეიტსა" და "კლივლენდს" შორის ფინალური სერიის შედეგზე. 22-მა მიმომხილველმა "უორიორზის" ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა (11-მა სერიის ანგარიშად 4:2 დაასახელა, 10-მა - 4:3 და ერთმა - 4:1). დანარჩენმა შვიდმა ჟურნალისტმა კი "კლივლენდის" მხარე დაიჭირა (ექვსს მიაჩნია, რომ "კავალიერზი" სერიას მოიგებს - 4:2, ერთს - 4:3).
საინტერესოა, რომ ESPN's Basketball Power Index-ის ვერსიით, ფინალური სერიის ყველაზე მოსალოდნელი შედეგია - 4:1 "გოლდენ სტეიტის"სასარგებლოდ. ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი - "კლივლენდის" 4:0 მოგება.
პროცენტულად ფინალური სერიის საბოლოო შედეგის
ალბათობა ასეთია: 4:1 (26%), 4:3 (21%), 4:2 (17%), 4:0 (12%), 2:4 (11%), 3:4 (8%), 1:4 (4%) და 0:4 (2%).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დასამახსოვრებელი მომენტი:
როგორ მოპარა ლებრონს ბურთი გაწრიპულმა კარიმ :))