სტივენ კარის 38 ქულამ "გოლდენ სტეიტს" "კლივლენდთან" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 11 ივნისს, შუა ღამისას, NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა. კლივლენდში "კავალიერზმა" "გოლდენ სტეიტ უორიორზი" მიიღო და ანგარიშით 97:108 (28:29, 27:21, 22:29, 20:29) დამარცხდა. სერიაში ანგარიში "გოლდენ სტეიტის" სასარგებლოდ 3:1 გახდა.

Quicken Loans Arena-ზე გამართული შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. მარტო პირველ ნახევარში ლიდერობა ხელიდან ხელში 15-ჯერ გადავიდა. დიდ შესვენებაზე მასპინძლები ანგარიშში 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ ამის შემდეგ"გოლდენ სტეიტმა" ინიციატივა ხელთ შორეული ტყორცნებით იგდო, ბოლო მეოთხედში კი ანგარიშში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

აღსანიშნავია, რომ "უორიორზმა" 17 სამქულიანი
ტყორცნა გამოიყენა, რაც NBA-ს ფინალური მატჩებისთვის სარეკორდოა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მოქმედი ჩემპიონების გამთამაშებელი სტივენ კარი გახდა, რომელმაც 38 ქულა მიითვალა. მასპინძელთა შორის კაირი ირვინგი გამოირჩა 34 ქულით.

სერიის მეხუთე დაპირისპირება ოკლენდში, თბილისის დროით 14 ივნისს შედგება. შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ მოგებამდეა და თუკი "გოლდენ სტეიტი" გაიმარჯვებას, ზედიზედ მეორედ იზეიმებს ჩემპიონობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული