"გოლდენ სტეიტმა" კევინ დურანტს დაუმიზნა

AutoSharing Option
პირველ ივლისს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაში თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნება და, რა თქმა უნდა, ლიგის ბევრი კლუბის მთავარი სამიზნე გახდება კევინ დურანტი. "ოკლაჰომა-სიტის" ლიდერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ საკალათბურთო და არა ფინანსური მოსაზრებებით მიიღებს.

როგორც ESPN-ის ჟურნალისტი მარკ სტეინი იტყობინება, "გოლდენ სტეიტის" ხელმძღვანელები სერიოზულად ფიქრობენ სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდებას და უკვე დაწყებული აქვთ ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა.

"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ბაზარზე მეტად აგრესიული ვიქნები", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" მფლობელმა ჯო ლეიკობმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარემ ლებრონიც დაიმატონ:)))
murtalo
13:46 23-06-2016
0

სიახლეები პოპულარული